Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-ი 14 ნოემბერს წარადგენს ახალ ფლაგმანურ ერთკრისტალიან პლატფორმას სმარტფონებისთვის. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა Twitter-ზე გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოს მეშვეობით. 

image.jpeg

გამოსახულებაზე არსებული წარწერა - „Intelligence from within”- მიუთითებს, რომ ახალი პლატფორმას ექნება გაუმჯობესებული წარმადობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.  უკვე ცნობილია, რომ Exynos 9820-ს ექნება ორბირთვიანი NPU - ხელოვნური ინტელექტისთვის.  

პლატფორმა მოიცავს რვაბირთვიან ცენტრალურ პროცესორს, რომელიც დაყოფილია სამ კლასტერად. პირველი მათგანი შეიცავს ორ ბირთვ Mongoose M4-ს - რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაქსიმალურ დონეს. მეორე კლასტერი აერთიანებს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს. მესამე კლასტერში გათვალისწინებულია ოთხი ARM Cortex-A55 ბირთვი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ენერგოეფექტურობით. 

image.jpeg

ახალი პლატფორმის გრაფიკულ პროცესორს რაც შეეხება, ეს იქნება ARM Mali-G76 ან თავად Samsung-ისავე პროდუქტი. პლატფორმას ექნება 5G მოდემი, სავარაუდოდ Exynos 5100. ერთკრისტალიანი პლატფორმა წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე ფოტოლითოგრაფიისა და EUV-ის გამოყენებით. რაღა თქმა უნდა, Samsung-ი ცდილობს არ ჩამორჩეს კონკურენტებს, რომელთაც უკვე აქვთ დივაისები 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (მაგალითად, Huawei და Apple). 

ახალ ფლაგმანურ ცალკრისტალიან პლატფორმაზე არსებული პირველი სმარტფონი იქნება ფლაგმანური Galaxy S10, რომელიც მომავალ წელს გამოვა. თუმცა, ეს სმარტფონი ზოგიერთი ქვეყნის ბაზრისთვის წარმოდგენილი იქნება Qualcomm Snapdragon-ის ჩიპით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.