Magdalena Posted November 9, 2018 Posted November 9, 2018 კომპანია Mad Catz-მა დააანონსა ერთდროულად ოთხი მაუსი, რომლებიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისთვის. მაუსების სახელებია R.A.T. Pro S3, R.A.T.4+, R.A.T.6+ და R.A.T.8+. R.A.T. Pro S3 მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი Pixart PMW 3330 - 7200 DPI-მდე. მთავარი გადამრთველები (OMRON) გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებისთვის. მაუსს აქვს Chameleon RGB მრავალფერიანი განათება. რეგულირებადი ზედა პანელი უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროსაც. კომპიუტერს მაუსი უკავშირდება USB ინტერფეისით. Polling rate – 2500 ჰერცამდე. R.A.T.4+ მაუსსაც აქვს Pixart PMW 3330 სენსორი 7200 DPI-ით, ასევე, ცხრა პროგრამირებადი ღილაკი. მთავარი გადამრთველების მუშაობის ხანგრძლივობა - 20 მილიონჯერ გამოყენება. Polling rate – 1000 ჰერცამდე. R.A.T.6+ მაუსს აქვს Pixart PMW 3360 სენსორი - 12 000 DPI-მდე და თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი. გათვლილია 50 მლნ გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მასის რეგულირების სისტემა, აქვს Chameleon RGB განათება. Polling rate – 1000 ჰერცი. და ბოლოს, R.A.T.8+ მაუსს აქვს Pixart PMW 3389 ოპტიკური სენსორი 16 000 DPI-თ, თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი და მასის კონტროლის სისტემა (3 × 6 გრამი). აქვს Chameleon RGB განათება, polling rate – 2000 ჰერცი. https://3dnews.ru/977875 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.