Magdalena Posted November 8, 2018 Posted November 8, 2018 ცნობილი გახდა Facebook Messenger-ის Unsend ფუნქციის დეტალების შესახებ: მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 10 წუთის განმავლობაში წაშალონ გაგზავნილი შეტყობინება. Facebook-ი WhatsApp-ის მომხამრებელს ერთ საათს აძლევს მცდარი შეტყობინების წასაშლელად, ამასთან შედარებით 10 წუთი საკმაოდ მცირეა, თუმცა ეს პირობა უკეთესია, ვიდრე ამ დრომდე არსებული ვითარება, როდესაც მცდარი და არასასურველი შეტყობინებები სამუდამოდ რჩებოდა მიმღების ინბოქსში. Messenger-ის Unsend ფუნქციის შესახებ ხმები პირველად გაჟღერდა აპრილში, მას შემდეგ, რაც Facebook-მა აღიარა, რომ უპრობლემოდ მოხდა მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა. ფუნქციონალურობა კი პირველად აღმოჩენილ იქნა ოქტომბერში, ტესტირების დროს. https://www.theverge.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.