Magdalena Posted November 7, 2018 Posted November 7, 2018 ღონისძიება Next Horizon-ზე კომპანია AMD-მ წარადგინა Radeon Instinct MI60 - მსოფლიოში პირველი ვიდეო ბარათი, რომელიც წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და განკუთვნილია მაღალი ხარისხისა და წარმადობის მონაცემთა ცენტრებისთვის. ბარათი დაფუძნებულია Vega 20 GPU-ზე, რომელიც შეიცავს 331 მმ²-ზე განთავსებულ 13,2 მილიარდ ტრანზისტორს. გაუმჯობესებული არქიტექტურა და 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მაღალი სიხშირისა და შემცირებული ენერგომოხმარების საშუალებას იძლევა. ვიდეო ბარათს აქვს 32 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება - 1 ტბ/წმ bandwidth სიჩქარით, PCI Express 4.0 მხარდაჭერა, ორმხრივი კავშირი CPU-GPU 64 გბ/წმ სიჩქარით, Infinity Fabric bus, კომპიუტერული სიმძლავრე აღწევს 14.7 TFLOPS (FP32) და 7.4 TFLOPS (FP64). ახალი პროდუქტის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოს. https://bit.ly/2RIVxBd 2 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.