Magdalena Posted November 7, 2018 Posted November 7, 2018 კომპანია ZTE-ის ქვეგანყოფილებამ - Nubia-მ გამოუშვა თავისი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, 5 ნოემბრიდან კი იგი ყკვე გაყიდვაში გაეშვა. კომპანიის წარმომადგენლობის ცნობით, სულ რაღაც 57 წამში გაიყიდა 100 ათასი სმარტფონი. ხსენებული სმარტფონის მთავარი თავისებურებაა 5,1 დუიმიანი OLED დისპლეი სმარტფონის უკანა მხარეს, გაფართოებით - 1520 х 720p (HD+). Nubia X წარმოდგენილია რუხ, ლურჯ და „შავი ოქრო“-ს ფერთა ვარიანტებად. კონფიგურაციას რაც შეეხება, ხელმისაწვდომია სამი მოდიფიკაცია: 6+64 გბ, 8+128 გბ და 8+256 გბ მეხსიერებებით. მათ ღირებულება შედგენს 479, 535 და 609 აშშ დოლარს, შესაბამისად. სამივე კონფიგურაციის სმარტფონი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე. ძირითადი დისპლეის დიაგონალია 6,26 დუიმი, გაფართოება - 2280 х 1080р (Full HD+). სმარტფონს აქვს ორი ძირითადი კამერა 16+24 მეგაპიქსელიანი სენსორებით (f/1.8 და f/1.7). მხარდაჭერილია შენებული გადაღების ფუნქცია - 240 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე HDR, სელფი რეჟიმი და სპეციალური ალგორითმები გამოსახულების დამუშავებისთვის. Nubia X-ს აქვს 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 ac, Bluetooth 5.0 და GPS მოდულები. კონექტორებიდან აქვს მხოლოდ USB Type-C პორტი. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. აქვს 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. Nubia X-ის გაყიდვის მეორე ეტაპი დაგეგმილია 11 ნოემბრისთვის ჩინეთში, მსოფლიო გაყიდვების ფესტივალზე. ცნობილია, რომ სმარტფონის ღირებულება ერთი და იგივე იქნება ყველა რეგიონისთვის. https://bit.ly/2ARkEw8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.