Magdalena Posted November 6, 2018 Posted November 6, 2018 Samsung-ს დაგეგმილი აქვს ჩაატაროს კონფერენცია ამ კვირაში, სადაც დაანონსებული იქნება მისი ახალი დასაკეცი სმარტფონი. კომპანიამ სოციალურ ქსელებში შეცვალა ავატარები, სადაც Samsung-ის ლოგო გამოსახულია დაკეცილ მდგომარეობაში. აღნიშნული სმარტფონი იქნება პლანშეტის ზომის, თუმცა დაკეცილ მდგომარეობაში მისი მოთავსება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ჯიბეში . აღნიშნული სიახლის შესახებ ჯერ კიდევ ცნობილი გახდა დაახლოებით ხუთი წლის წინ, როდესაც Samsung-მა ამ მოწყობილობის კონცეპტ-ტრეილერი წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის კონკურენტი კომპანიები, როგორებიცაა Huawei, Xiaomi, LG და სხვა - ასევე აპირებენ დასაკეცი დივაისების გამოშვებას უახლოეს მომავალში. ხოლო კომპანია Royale Corporation-მა უკვე განაცხადა, რომ აპირებს დასაკეცი სმარტფონის გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლომდე. სამსუნგის დეველოპერთა კონფერენცია გაიმართება 7 ნოემბერს. იხილეთ სარეკლამო ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=MKG7XRsG9KQ&feature=youtu.be www.theverge.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.