Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე მაღალბიუჯეტიანი თამაშები სულ უფრო მეტ სანახ სივრცეს საჭიროებს. Microsoft-ი და Sony მომხმარებელს სთავაზობენ კონსოლებს 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობის მქონე დრაივი, თუმცა შესაძლოა, არც ეს იყოს საკმარისი თამაშების მთელი ბიბლიოთეკის შენახვისთვის. რაღა თქმა უნდა, არსებობს დამატებითი მეხსიერების ვარიანტები როგორც Xbox One-ის, ასევე PlayStation 4-სთვის, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა კონსოლებს ჰქონდეთ მაქსიმალური მოცულობის მქონე შიდა დრაივი. Sony-მ დააანონსა PS4 Pro-ს ახალი ვერსია, რაც მიზანმიმართულია სწორედ ხსენებული პრობლემის გადაჭრისკენ. 

image.jpeg 

PlayStation-ის იაპონური ქვეგანყოფილების თანახმად, მალე ვიხილავთ PS4 Pro-ს ახალ ვარიანტს 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოდის PS4 Pro 2 ტბ მეხსიერებით - მცირე ხნის წინ Sony-მ შეზღუდული ტირაჟით გამოუშვა საიუბილეო კონსოლი  2-ტერაბაიტიანი HDD-ით: ამით კომპანიამ აღნიშნა 500 მილიონი PlayStation-ის გაყიდვა. ამჟამინდელ შემთხვევაში კი საუბარია PS4 Pro-ს ჩვეულებრივ, საყოველთაო ვერსიაზე, რაც ნამდვილად სასიხარულოა. 

PlayStation-ის ბლოგზე კომპანია Sony-მ განაცხადა, რომ ახალი 2 ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს გაყიდვები იაპონიაში დაიწყება 2018 წლის 21 ნოემბრიდან. ახალი კონსოლის ღირებულება დაახლოებით 400 აშშ დოლარი იქნება (44 980 იენი). აღსანიშნავია, რომ ეს ფასი სრულებით შეესაბამება სტანდარტული 1-ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს ფასს. 

image.jpeg

როდისთვის გახდება ახალი კონსოლი ხელმისაწვდომი იაპონიის ფარგლებს გარეთ ჯერჯერობით უცობია. მისი შეძენა მეტად მიმზიდველი იქნებოდა წინასაშობაო გაყიდვებზე ყველასთვის, ვისაც სურს შეიძინოს თავისი პირველი PS4. 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.