Magdalena Posted November 2, 2018 Posted November 2, 2018 კომპანია Apple-მა წარადგინა საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია - iOS 12.1, სმარტფონებისთვის: iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr. სოფთვეარი ასევე განკუთვნილია ძველი მოდელებისთვისაც: iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ისთვის. აფდეითი გაკეთდა ახალ მოდელებში არსებული ე.წ “beautygate”-ის პრობლემის მოსაგვარებლად, რომლის გამოც ფრონტალური კამერით გადაღებული ფოტოები გამოდიოდა არაბუნებრივი, თითქოს მათზე beauty-ფილტრი იყო დადებული. როგორც გაირკვა, გავრცელებიდან რამოდენიმე საათშივე iOS 12.1 აფდეითმა მოაგვარა სმარტფონებში არსებული პრობლემები. თუმცა, განახლების შემდეგ, iPhone-ების მფლობელები ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ არის შესაძლებელი შევიდეთ კონტაქტებში ისე, რომ გვერდი ავუაროთ განბლოკვისთვის საჭირო პაროლს FaceTime-ფუნქციის საშუალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც iOS-ის უსაფრთხოებას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, პაროლის შეყვანის გარეშე „გალერეასთან“ წვდომაც შესაძლებელია. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ახალი ბაგის გამოსწორებას კომპანია Apple უახლოეს მომავალში მოახერხებს. https://bit.ly/2qoXWoX Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.