Magdalena Posted November 2, 2018 Posted November 2, 2018 კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Z5 Pro, რომელიც სლაიდერის ტიპისაა: ზედა ნაწილში აქვს მოძრავი მოდული, რომელზეც განთავსებულია ორი ფრონტალური კამერა. კამერის შემადგენლობაში შედის 16 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს აქვს სახის ამოცნობის სისტემა. იმის წყალობით, რომ სმარტფონი სლაიდერის ტიპისაა, შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად წვრილჩარჩოებიანი დიზაინის წარმოდგენა. როგორც ცნობილია, დისპლეი იკავებს კორპუსის ფრონტალური პანელის ზედაპირის 95,06 %-ს. სმარტფონის დისპლეი არის Full HD+ Super AMOLED ტიპის, დიაგონალის სიგრძეა 6,39 დუიმი, გაფართოება - 2340 × 1080 პიქსელი. გვერდების შეფარდებაა 19,5:9-სთან. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეიზე განთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. სმარტფონს უკანა მხარეს აქვს კიდევ ორი კამერა, რომელიც მოიცავს 16 მეგაპიქსელიან Sony IMX519 (f/1,8) და 24 მეგაპიქსელიან Sony IMX576 (f/1,8) სენსორებს. სმარტფონი მუშაობს Snapdragon 710 პროცესორზე, იგი შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გიგაჰერცამდე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს, ხელოვნური ინტელექტის ბლოკს - Artificial Intelligence (AI) Engine და Snapdragon X15 LTE მოდემს. სმარტფონი წარმოდგენილია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, ფლეშ-მოდულის მოცულობაა 64/128 გიგაბაიტი (კონფიგურაციის მიხედვით). აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები. ასევე, GPS/GLONASS-მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული და ბატარეა 3350 მილიამპერი/სთ მოცულობით. სმარტფონის გაბარიტებია 155,12 × 73,04 × 9,3 მმ, წონა - 210 გრამი. Lenovo Z5 Pro მოდელი ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 (Oreo)-ზე. ღირებულებას რაც შეეხება, 64 გიგაბაიტიანი მოდიფიკაციის ფასია 290, 128 გიგაბაიტიანისა კი - 330 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/977609 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.