Jump to content

Recommended Posts

Posted

თანდათან მატულობს განაცხადები, რომ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti გრაფიკულ ბარათებს ქარხნული წუნი აქვთ: უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი, რომელთაც ადრეული შენაძენი გააკეთეს,  აცხადებს, რომ ბარათები წყობიდან გამოდის. ზოგიერთი მათგანი მიუთითებს გამოსახულების გაშვების პრობლემასა და არასტაბილურობაზე დაყენების მომენტიდანვე. ზოგიერთ მომხმარებელთან კი ანალოგიური დეგრადაცია მოხმარებიდან რამოდენიმე დღეში შეიმჩნევა, მიუხედავად იმის, განხორციელდა თუ არა მანიპულაციები დატვირთვის რეჟიმში. 

მცირე ხნის წინ გამოშვებული RTX Turing  ვიდეო ბარათები  - ყველაზე მძლავრი გრაფიკული ამაჩქარებლებია, რაც კი ოდესმე შექმნილა. თუმცა, წარმადობა წინამორბედებთან შედარებით არც ისე დიდია, ასევე, მომხმარებლები აქცენტს აკეთებენ ბარათების მაღალ ფასზე. როგორც აღმოჩნდა, გაყიდვების დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში, ბარათებს ხარისხის პრობლემაც დაემატა. 

NVIDIA-ს ფორუმზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა ინფორმაციები „მომაკვდავ“ ან უკვე მწყობრიდან გამოსულ ვიდეო ბარათებზე. მომხმარებლების მხრიდან არის უკმაყოფილება RTX 2080 ბარათებზეც, თუმცა შედარებით ნაკლებად - განსაკუთრებით მეტი ცნობაა 2080 Ti ბარათების პრობლემებთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

არის ისეთი შემთხვევებიც, რომ მომხმარებლებმა დააბრუნეს წუნდებული პროდუქტი და ახალი მიიღეს NVIDIA-სგან, თუმცა მათი დაბრუნებაც მოუწიათ, ისევ და ისევ შექმნილი პრობლემების გამო.  

როგორც ჩანს, პრობლემები უპირველეს ყოვლისა აქვს RTX 2080 Ti Founders Edition პირველად გამოცემულ ბარათებს, თუმცა Gigabyte და ASUS-ის ამაჩქარებლების მფლობელებიც იტყობინებიან პრობლემების შესახებ. საუბარი ნაადრევია იმაზე, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით მასიურ მოვლენასთან, თუმცა მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს ბარათები, რომლის შესაძენადაც მათ 1000 დოლარის გადახდა უწევთ 

image.jpeg

 

image.jpeg

  • Confused 1
  • Upvote 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.