Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ დროისათვის Qualcomm-ის სწრაფი დატენვის ბოლო ვერსია არის Quick Charge 4+, რომელიც უზრუნველყოფს იმძლავრეს 18 ვატამდე. ეს ტექნოლოგია განკუთვნილია ისეთი მობილური პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Snapdragon 660, Snapdragon 670, Snapdragon 710 და Snapdragon 845. უახლესი ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამოცხადებულ იქნა ჰონკონგში Qualcomm-ის სამიტზე, კომპანია უკვე მუშაობს შემდეგი თაობის ტექნოლოგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დატენვას 32 ვატამდე სიმძლავრეზე. 

უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტი მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ დატენვის უფრო მაღალ სიმძლავრეებს. მაგალითად, SuperCharge  - Huawei-სგან უზრუნვეყოფს 40 ვატს, Super VOOC ტექნოლოგია - OPPO-სგან - 50 ვატს, mCharge  Meizu-სგან კი უზრუნველყოფს თითქმის 55 ვატიან დატენვას. Qualcomm-ის წარმომადგენლობის თქმით, მისი მომავალი თაობის სწრაფი დატენვის რეჟიმი დაფუძნებული იქნება სამკამერიან სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს 32 ვატიან სიმძლავრეს, უსადენო დატენვის შემთხვევაში კი -  15 ვატიანს. როგორც სათაურიდან უკვე მიხვდით, ახალი ტექნოლოგიის სახელწოდება იქნება Quick Charge 5.0. 

image.jpeg

 

ამჟამად არსებული Quick Charge 4+ ტექნოლოგიის მიხედვით, კვების ხაზი გაყოფილია ორად - ერთის ნაცვლად. როგორ მწარმოებელი აცხადებს, ეს მეთოდი არა მარტო აჩქარებს დატენვის სისწრაფეს, არამედ ხელს უშლის მოწყობილობის გადახურებას: QC 4+ ტექნოლოგია აკონტროლებს მოწყობილობის ტემპერატურას დატენვის დროს და არ აძლევს გადახურების საშუალებას. ამის წყალობით, დატენვის სისწრაფე მატულობს 15 %-ით. Quick Charge 5.0 იქნება QC 4+ ტექნოლოგიის ევოლუციური განვითარება. მის შემთხვევაში უკვე გამოყენებული იქნება კვების სამი ხაზი ნაცვლად ორისა. 

მოსალოდნელია, რომ Quick Charge 5.0 გამოჩნდება Snapdragon 855-ზე, რომლის წარდგენაც მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ჩიპსეტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი წარმოებულ იქნება 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და კონკურენციას გაუწევს სხვა 7 ნანომეტრიან ჩიპებს, მაგალითად, Apple A12-სა და Kirin 980-ს. 

https://bit.ly/2CUEtnB

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.