Jump to content

Recommended Posts

Posted

Google აგრძელებს ტექნოლოგია ARCore-ის განვითარებას, რომლის ანალოგსაც წარმოადგენს ARKit 2.0 Apple-ისგან. მცირე ხნის წინ მისი მხარდაჭერა მიიღეს სმარტფონებმა, მათ შორის - LG V40 და Nokia 7.1 მოდელებმა. 

image.png

გარდა Google Pixel 3დაPixel 3 XL საფირმო სმარტფონებისა, ARCore-ის მხარდაჭერა მიიღო ფლაგმანურმა სმარტფონმა Huawei Mate 20-მა და მისმა Pro ვერსიამ. მათ გარდა, ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოგვიანებით მიიღეს შემდეგმა მოწყობილობებმ: 

  • LG G7 

  • LG V40 

  • Nokia 7.1 

  • Vivo X23 

  • Huawei Y9 

Android-სმარტფონების მიმართ კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს ARCore-ის - ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. ცნობილი გახლავთ მხოლოდ ის, რომ მხარდაჭერა ვრცელდება მხოლოდ იმ სმარტფონებზე, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 7.0-ზე ან მის ზედა ვერსიებზე. 

მოგახსნებთ, რომ შერეული რეალობის ტექნოლოგია პირველად კომპანია Apple-მა წარადგინა შარშანდელ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა iPhone X-ის, iPhone 8 და 8 Plus-ის პრეზენტაცია. დღესდღეობით, ტექნოლოგია ARKit 2.0 მხარდაჭერილია ყველა iPhone-ში, რომელთაც აქვთ Apple A9 ან უფრო ახალი პროცესორი და მუშაობენ iOS 12-ზე. იხილეთ მხარდაჭერილი დივაისების სრული ჩამონათვალი: 

 

 

iPhone Xs 

iPhone Xs Max 

iPhone Xr 

iPhone X 

iPhone 8 

iPhone 8 plus 

iPhone 7 

iPhone 7 plus 

iPhone 6s 

iPhone 6s plus 

iPhone SE 

iPad Pro (ყველა მოდელი) 

iPad (მე-6 თაობის) 

iPad (მე-5 თაობის) 

შერეული რეალობის ტექნოლოგია მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შექმნან აპლიკაციები, ერთმანეთს „შეურიონ“ რეალური ცხოვრების კადრები და ანიმირებული 2D ან 3D ობიექტები რეალურ დროში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ მოსახერხებელი და საჭირო ფუნქციაა პრაქტიკაში. 

image.jpeg

https://bit.ly/2yJskyK

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.