Magdalena Posted October 29, 2018 Posted October 29, 2018 ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა პროექტორი Wemax One და დინამიკი - Wemax S1: კომპლექტის საორიენტაციო ფასი 1870 აშშ დოლარი იქნება. Wemax One პროექტორი ლაზერულ მოწყობილობას წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს დიაგონალზე 150 დუიმამდე ზომის გამოსახულების ფორმირებას. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც შეესაბამება Full HD ფორმატს. სიმკვეთრე შეადგენს 7000 ლუმენს, კონტრასტულობა - 3000:1-ზე. მოწყობილობის სრული სამუშაო ვადაა 25 000 საათი. ამგვარად, თუკი პროექტორს საშუალოდ დღეში 4 საათი გამოვიყენებთ, იგი შეძლებს ფუნქციონირებას 17 წლის განმავლობაში. პროექტორში გამოყენებულია პროცესორი Amlogic T968, რომელიც შეიცავს ARM Cortex-A53 ოთხ ბირთვს ტაქტის სიხშირით - 1,8 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 2 გიგაბაიტი. დამატებითი მეხსიერების ფლეშ-მოდულის მოცულობა - 16 გიგაბაიტი. მოწყობილობას აქვს ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.0, ინტერფეისები: HDMI 2.0 და USB 3.0. Wemax S1 დინამიკისა (subwoofer) და Wemax One პროექტორის ერთობლივი გამოყენებისას უზრუნველყოფილია ჟღერადი ხმისა და Full HD გამოსახულების კომბინაცია. ორივე მოწყობილობა წარმოდგენილია შავ ფერში. https://bit.ly/2PrLbYH
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.