Magdalena Posted October 29, 2018 Posted October 29, 2018 Microsoft-მა მცირე ხნის წინ გაამხილა ინფორმაცია კვარტალური შემოსავლის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, თამაშებიდან შემოსული შემოსავალი 44%-ით გაიზარდა, Xbox-ის პროგრამული უზრუნველყოფიდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი კი - 36 %-ით. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა Satya Nadella-მ მიიღო სამომავლო გადაწყვეტილებები თამაშებთან დაკავშირებით. ბოლო წლის განმავლობაში Microsoft-ის გეიმინგ სერვისის უმნიშვნელოვანესი ასპექტი Xbox Game Pass გახდა. მისი ბიბლიოთეკა ამ დროისათვის 100-ზე მეტ თამაშს მოიცავს. Microsoft Studios-ის ყველა სიახლეც მოხვდა ამ სერვისში გაშვების დღიდან. Game Pass-ის მოქმედ აბონენტებს უკვე შეუძლიათ ითამაშონ თავიანთ პერსონალურ კომპიუტერებზეც სერვის „Play Anywhere“-ის წყალობით, რომელიც Game Pass-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პერსონალურ კომპიუტერზე თამაშისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომპიუტერის მუშაობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე, აგრეთვე წვდომა Microsoft Store-სთან - თამაშების მისაღებად. თუმცა, სამართლიანობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ ეს სერვისი მომხმარებელს უხსნის მხოლოდ შეზღუდულ წვდომას Game Pass-ის საერთო ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძირითადად Microsoft-ის თამაშებისგან შედგება. ამ დროისათვის Game Pass-ის ღირებულება Xbox One-ის აბონენტებისთვის შეადგენს 9,99 დოლარს თვეში. https://bit.ly/2Rr58wr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.