Magdalena Posted October 27, 2018 Posted October 27, 2018 სულ მცირე ხნის წინ დაანონსდა 10 გიგაბატი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi-ს სმარტფონები, თუმცა როგორც ჩანს, ლიდერად ყოფნისთვის მათ მხოლოდ რამოდენიმე თვე აქვთ წინ. ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ისა და Huawei-ს 14 სმარტფონის შესახებ. ცნობილია მხოლოდ მათი ნაწილი: საუბარი ეხება სმარტფონებს - Galaxy S10, Galaxy S10 Plus, Galaxy S10 X და Galaxy S10 X 5G, აგრეთვე - Huawei P30 და Huawei P30 Pro. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩამოთვლილი ექვსივე სმარტფონი 2019 წლის მარტში დაანონსდება. თუკი ინფორმაციის წყაროს დავუჯერებთ, Galaxy S-ის ხაზს მომავალ წელს ერთდროულად ოთხი სმარტფონი შეემატება: ყველაზე „მცირე“ მოდელს - Galaxy S10-ს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. Plus-ვერსიის სმარტფონები წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სრულფასოვანი ფლაგმანური სმარტფონი კი იქნება Galaxy S10 X. იგი გამოვა ორ ვერსიად. პირველი ვერსიის მოდელს ექნება 8 გბ, მეორე ვერსიისას კი - 12 გბ ოპერატიული მეხსიერება და 5G მხარდაჭერა. აქვე მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Galaxy S10 5G მოდიფიკაცია მხოლოდ სამხრეთ კორეული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი). რაც შეეხება Huawei-ს ფლაგმანებს, მომავალ წელს მისი სმარტფონების S ხაზს შეემატება ორი პრემიუმ-კლასის სმარტფონი: Huawei P30-ს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Huawei P30 Pro ვერსიის მოდელს კი - 12 გბ. Huawei P30 Pro სმარტფონის გამოსვლა მწარმოებელმა დაადასტურა IFA 2018 გამოფენაზე, სადაც მოხდა Huawei-ს პირველი, 7 ნანომეტრიანი პროცესორის - HiSilicon Kirin 980-ის პრეზენტაცია. https://bit.ly/2SnpdF6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.