Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ მცირე ხნის წინ დაანონსდა 10 გიგაბატი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi- სმარტფონები, თუმცა როგორც ჩანს, ლიდერად ყოფნისთვის მათ მხოლოდ რამოდენიმე თვე აქვთ წინ. 

image.jpeg

ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ისა და Huawei-ს 14 სმარტფონის შესახებ. ცნობილია მხოლოდ მათი ნაწილი: საუბარი ეხება სმარტფონებს - Galaxy S10, Galaxy S10 Plus, Galaxy S10 X და Galaxy S10 X 5G, აგრეთვე - Huawei P30 და Huawei P30 Pro. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩამოთვლილი ექვსივე სმარტფონი 2019 წლის მარტში დაანონსდება. 

თუკი ინფორმაციის წყაროს დავუჯერებთ, Galaxy S-ის ხაზს მომავალ წელს ერთდროულად ოთხი სმარტფონი შეემატება: ყველაზე „მცირე“ მოდელს - Galaxy S10-ს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. Plus-ვერსიის სმარტფონები წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. 

image.png

სრულფასოვანი ფლაგმანური სმარტფონი კი იქნება Galaxy S10 X. იგი გამოვა ორ ვერსიად. პირველი ვერსიის მოდელს ექნება 8 გბ, მეორე ვერსიისას კი - 12 გბ ოპერატიული მეხსიერება და 5G მხარდაჭრა. აქვე მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Galaxy S10 5G მოდიფიკაცია მხოლოდ სამხრეთ კორეული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი).  

რაც შეეხება Huawei-ს ფლაგმანებს, მომავალ წელს მისი სმარტფონების S ხაზს შეემატება ორი პრემიუმ-კლასის სმარტფონი: Huawei P30-ს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Huawei P30 Pro ვერსიის მოდელს კი - 12 გბ. Huawei P30 Pro სმარტფონის გამოსვლა მწარმოებელმა დაადასტურა IFA 2018 გამოფენაზე, სადაც მოხდა Huawei-ს პირველი, 7 ნანომეტრიანი პროცესორის - HiSilicon Kirin 980-ის პრეზენტაცია. 

https://bit.ly/2SnpdF6

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.