Magdalena Posted October 25, 2018 Posted October 25, 2018 მიკროსქემების წამყვანი მწარმოებლები 5G ეპოქის დადგომისას პრიორიტეტებს შეიცვლიან - წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობებს რესურსი DigiTimes-ი. ამ დროისათვის, სმარტფონების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები - Samsung Electronics, Huawei და Apple - აქტიურად არიან დაკავებულნი საკუთარი მობილური პროცესორების წარმოებით. ეს კი გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას ისეთი მომწოდებლების პროდუქციაზე, როგორებიცაა Qualcomm, MediaTek და UNISOC (Spreadtrum). მეორე მხრივ, 5G მობილური ქსელის განვითარება-გავრცელება მკვეთრად ზრდის მოთხოვნას მიკროჩიპებზე, რომლებიც გამოიყენება ავტომობილებთან კავშირისთვის, „ჭკვიანი“ სისტემებისთვის, ინტელექტუალური წარმოებისთვის და ა.შ. ასე რომ, როგორც მოსალოდნელია, მიკროჩიპების მწარმოებლები გააფართოებენ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტს და პარალელურად დაკავდებიან ბაზრის რეორიენტაციით. მოსალოდნელია, რომ Qualcomm, MediaTek და UNISOC გამოუშვებენ პროდუქციას 5G მხარდაჭერით არა მარტო სმარტფონებისთვის, არამედ სხვა ტიპის მოწყობილობების ფართო სპექტრისთვის, კერძოდ: ავტონომიური მართვის სისტემებისთვის, ვირტუალური და შერეული რეალობის პლატფორმებისთვის, სმარტ-პროდუქტებისთვის და ა.შ. https://3dnews.ru/977187 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now