Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის ნოემბერში კორპორაცია Samsung-მა მიიღო პატენტი გრაფენზე წარმოებულ ბატარეებზე. ამგვარი ბატარეები 45%-ით უფრო დიდხანს ინარჩუნებს დამუხტვას, ვიდრე ამჟამინდელი ლითიუმ-იონური აკუმულატორები. რამოდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ სამხრეთკორეული კომპანია უკვე მზადაა გრაფენის ბატარეები კომერციაში დანერგოს - აცხადებენ ინსაიდერები. წყაროების ინფორმაციით, ამ ტიპის კვების წყაროს მქონე სმარტფონები უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. 

https_%2F%2Fblueprint-api-production.s3.amazonaws.com%2Fuploads%2Fcard%2Fimage%2F239573%2FGettyImages-605913380.jpg 

ფეთქებადსაშიში ბატარეის გამო Galaxy Note7 წარმოებიდან მოიხსნა და Samsung-მა ამით ზარალი მიიღო. სამომავლოდ, ბრენდს ამგვარი პრობლემები არ ემუქრება: ლითიუმ-იონური ბატარეების ნაცვლად კომპაანის წარმოებულ სმარტფონებში ბევრად უსაფრთხო გრაფენის ბატარეები იქნება გამოყენებული. 

კონკრეტულად რომელ სმარტფონებს ექნებათ ახალი ტიპის ბატარეა ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. თუმცა, კანდიდატები საკმაოდ ცოტაა: გრაფენის ბატარეები გაცილებით ძვირადღირებულია ლითიუმ-იონურთან შედარებით. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ პირველად მათ ფლაგმანურ სმარტფონებში გამოიყენებენ. ასე რომ, ყველაზე დიდი შანსი ეს იყო Galaxy Note 10, რომლის დებიუტიც შედგება 2019 წლის ზაფხულის ბოლოს- შემოდგომის დასაწყისში. 

აღსანიშნავია, რომ გარდა შედარებით დიდი სიმძლავრისა, გრაფენის ბატარეებს კიდევ რამოდენიმე უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ესაა დატენვის სისწრაფე. დატენვის იმ დონის მისაღწევად, რისთვისაც ტრადიციულ ბატარეებს ერთი საათი სჭირდება, ახალი ბატარეას სულ რაღაც 12 წუთი სჭირდება 

ამასთან, გრაფენის ბატარეები უფრო გამძლეა მუშაობის ხანგრძლივობის კუთხით. ასევე, ეკოლოგიურია და უსაფრთხოც. ბოლო ასპექტს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია Samsung-ისთვის, რადგანაც სწორედ თვითაალებადი ბატარეები გახდა მიზეზი იმისა, რომ ორი წლის წინ წარმოებიდან მოიხსნა Galaxy Note7. 

https://bit.ly/2RdLALA

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.