Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ ილონ მასკი დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ექსცენტრიკული მილიარდერი თანამდებობას გამოეთხოვა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აპირებს თავისი გეგმების რეალიზებას. მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ დასრულდა პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საცობებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა.

image.jpeg

მასკმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საუბარი საქალაქო გვირაბებზე, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლოს მეტრო. როგორც ჩანს, კომპანია The Boring Company, (მასკის მიერ 2016 წელს დაარსებული ინფრასტრუქტურისა და გვირაბთმშენებლობის კომპანია) მიუხედავად ანალიტიკოსების სკეპტიციზმისა, მზად  არის ჩანაფიქრი რეალობად  აქციოს. 

გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა პროექტის სადებიუტო ფოტოები. ილონ მასკი აცხადებს, რომ პირველი საზოგადოებრივი ტესტი, რომელშიც სამგზავრო ტრანსპორტი მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია ამა წლის 10 დეკემბრისთვის. 

ამას გარდა, ამერიკელი მილიარდერის თქმით, 9 დეკემბერს გაიმართება მასშტაბური ღონისძება, რომელიც მიეძღვნება პირველი გვირაბის გახსნას. როგორც მასკი ამბობს, საცდელი გავლისას სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურმა სიჩქარემ მიაღწია 255 კმ/სთ-ს. სატესტო გზის სიგრძე 3 კილომეტრია. 10 დეკემბერს ყველა მსურველს შეეძლება გაიაროს განსაზღვრული მარშრუტი. სამომავლოდ რა იქნება მგზავრობის საფასური, ჯერჯერობით არაა დაზუსტებული. 

image.jpeg

მაღალსიჩქარიანი კაფსულების გაშვების თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არაფერი ხმაურდება, თავად მასკი არ პასუხობს ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს. ერთი წლის წინ მან ისაუბრა გეგმაზე, რომლის თანახმადაც  გაიხსნებოდა ვაკუუმ-მატარებლის ხაზი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს შორის.  

https://bit.ly/2O5ACWw

  • Like 2
Posted

damn, love this man! ^_^ ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.