Magdalena Posted October 24, 2018 Posted October 24, 2018 ბიზნეს-პარტნიორებისთვის გამართულ დახურულ ღონისძიებაზე კომპანია Samsung-ის წარმომადგენლობამ ისაუბრა ისეთი ტიპის სმარტფონების ტექნოლოგიებზე, რომელთაც არ აქვთ ჩარჩო და ჭრილი. პრეზენტაციაზე გამოყენებული სლაიდი ხელმისაწვდომი გახდა ქსელური წყაროებისთვის. როგორც ჩანს, სამხრეთკორეული გიგანტი აპირებს გამოიყენოს უჩარჩოო სმარტფონებთან დაკავშირებული ოთხი „გადაწყვეტილება“- FoD, HoD, SoD და UPS. FoD (Fingerprint on Display) - ეკრანზე არსებული დაქტილოსკოპიური სკანერი. თითის ანაბეჭდის ასაღებად იგეგმება ულტრაბგერითი მეთოდის თანამონაწილეობა. HoD (Haptics on Display) - იმიტაცია, თითქოს ფიზიკურ ღილაკებს ვეხებით. SoD (Sound on Display) - ეკრანი - როგორც დიდი დინამიკი. UPS (Under Panel Sensors) - ამ სისტემის მიხედვით ეკრანზე განთავსდება კამერაც და ყველა შესაძლო სენსორიც. სავარაუდოდ, დასახელებული სისტემები გამოყენებული იქნება Samsung-ის მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონებში. https://3dnews.ru/977144 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.