Jump to content

Recommended Posts

Posted

MSI წარმოგვიდგენს ახალი თაობის 17-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპს ყველაზე მომთხოვნი გეიმერებისთვის. ამ მოდელს აქვს ახალი, განსხვავებული ტიპის კორპუსი, ალმასით შემოსაზღვრული ლითონის „თავსახური“, რის გამოც მისი ვიზუალი მოდურად და პრემიუმ-კლასის დიზაინად ითვლება. „Ge-სერია შექმნილია გეიმერ-ენთუზიასტებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი მოთხოვნები არა მხოლოდ ლეპტოპის წარმადობის, არამედ ვიზუალის კუთხით“ - აცხადებს Eric Kuo MSI-ის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინიგის სფეროში. 

image.jpeg 

 
კორპუსის დიზაინი -  ერთ-ერთი პირველია, რაზეც მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ შეძენისას. GE75-ზე მწარმოებლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს: ზედა ნაწილში ლეპტოპს აქვს ითლად შეფერილი რელიეფური ჭრილები და ცეცხლოვანი დრაკონის სიმბოლო - ამგვარი უნიკალური, აგრესიული ესთეტიკის წყალობით ლეპტოპის მფლობელი ნამდვილად გამორჩეული იქნება სხვებისგან. ლეპტოპის ქვედა ნაწილიც განსხვავებული დიზაინისაა: იგი ასიმეტრიულია და მოგვაგონებს ფუტურისტულ საბრძოლო კოსმოსურ ხომალდს.  

„უჩარჩოო“ IPS ეკრანი, 144 ჰერცი - მომენტალური რეაქცია 

GE75 Raider-ის დისპლეი მოქცეულია წვრილ ჩარჩოში. 17 დუიმიან IPS პანელს აქვს 3 მილიწამიანი რეაქციის დრო და 144 ჰერცი კადრის განახლების სიჩქარე -  რითიც უზრუნველყოფილი იქნება უპრეცედენტოდ დინამიური, უწყვეტი და შეუფერხებელი თამაში. 

  
NVDIA® GeForce® GTX 1070  
 
MSI GE75 Raider-ი საჭიროებს ეფექტურ გაგრილებას, ასე რომ, მე-8 თაობის Intel Core i7 პროცესორსა და NVIDIA® GeForce GTX 1070 ვიდეო ბარათს გადახურებისგან იცავს გაგრილების საფირმო სისტემა - Cooler Boost 5. MSI გარანტიას იძლევა, რომ 5 სპილენძის სითბურ მილსა და ორ მძლავრ ტურბინას ეფექტურად შეუძლია უზრუნველყოს სითბოს გაფანტვა მნიშვნელოვანი დატვირთვის დროსაც და ამავე დროს შენარჩუნებული იქნება ხმაურის მისაღები დონე.  

image.jpeg 

 
 
MSI APP Player  
 
MSI APP Player-ი  MSI- კიდევ ერთი განსაკუთრებული რამაა. მისი საშუალებით მარტივია Google Play Store-დან პირდაპირ ლეპტოპზე თამაშების ჩამოტვირთვა და გაშვება ყველა ფუნქციის, მათ შორის კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით. განსაკუთრებით გეიმერები შეაფასებენ დადებითად   SteelSeries-კლავიტურის ინტელექტუალურ განათებას: ავტომატურად განათდება ყველა აქტიური ღილაკი და მიღებული იქნება შესაბამისი ფერადი სქემა. 

 GE75 Raider-ი - ეს მწვერვალია 17 დუიმიანი ლეპტოპების ევოლუციაში. იგი აერთიანებს NVIDIA® GeForce GTX 1070-ის სიმძლავრეს, ეფექტური გაგრილების სისტემას და მიმზიდველ ვიზუალს. 

  

GE75 Raider 8RF/8RE 

პროცესორი 

 მე-8 თაობის (მდე) Intel® Core i 

მეხსიერება 

ორი სლოტი DDR4-2666,  32 გბ. 

დისპლეი 

17.3" Full HD (1920x1080), 144 ჰც / 3 მილიწმ., ჩარჩო -  5.7 მმ, IPS-Level 

ვიდეობარათი 

GeForce GTX 1070 8GB GDDR5 (8RF) 
GeForce GTX 1060 6GB GDDR5 (8RE) 

მეხს. ფლეშ-მოდული 

1x M.2 SSD  (NVMe PCIe Gen3) 
1x M.2 SSD კომბინირებული (NVMe PCIe Gen3 / SATA ) 
1x 2.5" SATA HDD 

კლავიატურა 

SteelSeries (ფერადი, ინდივიდუალური განათება ყველა ღილაკისთვის) 

აუდიო 

Giant Speakers - Dynaudio-სგან 
(2*3 ვტ +2*3 ვტ) 

ქსელი 

Killer E2500 Gigabit Ethernet + Up to Killer 1550i (802.11ac wave2, 2x2) + BT5 

ბატარეა 

6-Cell 

გაბარიტები/წონა 

397 x 270 x 27.6 მმ , 2.7 კგ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.