Magdalena Posted October 23, 2018 Posted October 23, 2018 NVIDIA Turing-ის ჩიპებზე დაარსებული GeForce RTX 20 სერიის მაღალი კლასის ვიდეო ბარათებზე გაზრდილი ინტერესი პუბლიკის მხრიდან გასაკვირი არ არის, თუმცა ამ ბარათებზე ხელი მხოლოდ გეიმერების მცირე ნაწილს თუ მიუწვდება. ამიტომ, კომპანია EVGA-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 1050 Ti ადაპტერი. სპეციალისტებმა საჭიროდ ჩათვალეს, გამოეშვათ მცირეპროფილიანი მოწყობილობა Pascal GP107-400-A1 გრაფიკულ ჩიპზე. EVGA GeForce GTX 1050 Ti Gaming 4GB Low Profile ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს კომპაქტურ გეიმინგ მოწყობილობებს და შეზღუდულია ბიუჯეტში. საინტერესოა, რომ ხსენებული ბარათი აშშ-ის ფარგლებში აქტუალური არ არის: EVGA-ს ეს ბარათი დაპროექტებულია უმეტესად ევროპელი და აზიელი მომხმარებლებისთვის. GeForce GTX 1050 Ti Low Profile-ის დიზაინზე მუშაობისას, ამერიკელმა სპეციალისტებმა ნაცადი, შემოწმებული ფორმულა გამოიყენეს: ორსლოტიანი გაგრილების სისტემა (დაახლოებით 40 მმ-იანი) მინიატურული ვენტილატორებით. ვიდეო ბარათის ქულერი მიეკუთვნება ACX 2.0 სერიას. EVGA GeForce GTX 1050 Ti-ს ახალი მოდელები არ საჭიროებენ დამატებით კვებას. საჭირო სიმძლავრე მხარდაჭერილია PCI-E 3.0 x16 კონექტორით. ბარათს აქვს თითო DisplayPort 1.4, HDMI 2.0b და Dual-Link DVI-D. ადაპტერი არ ექვემდებარება ოვექლოქინგს, რისი მიზეზიც ACX 2.0 გაგრილების სისტემის არც ისე მაღალი ეფექტურობაა. ბირთვისა და GDDR5 მეხსიერების ტაქტის სიხშირეა 1290–1392/1752(7008) მჰც. ბარათს აქვს 768 ნაკადიანი Pascal პროცესორი, 48 ტექსტურული ბლოკი (TMU), 32 რენდერინგ-ბლოკი (ROP), 128 ბიტიანი მეხსიერების მოდული და 4 გბ-იანი VRAM. GeForce GTX 1050 Ti Low Profile მოდელის სარეკომენდაციო ფასი დასავლეთევროპულ ბაზარზე შეადგენს 189,99 ევროს, დღგ-ს ჩათვლით. EVGA-ს ფანატებს ამავე ფასად შეუძლიათ შეიძინონ გაცილებით უფრო ძლიერი, თუმცა ამავე დროს, უფრო დიდი ზომის ამაჩქარებელი GeForce GTX 1050 Ti FTW. https://3dnews.ru/977105 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.