Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სერტიფიკაციის ცენტრმა (TENAA) გაავრცელა სმარტფონ Honor Magic 2-ის მახასიათებლები.  

სმარტფონი Honor Magic 2 იმუშავებს Android 9.0 (Pie) ოპერაციულ სისტემაზე. ექნება 6,39-დუიმიანი FHD+ AMOLED დისპლეი, 2340 × 1080 გაფართოებით. კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა 16 მეგაპიქსელიანი მატრიცით. ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება სახის ამომცნობი 3D სკანირების სისტემა. 

 ht.PNG

ძირითადი კამერა სამმოდულიანია. მასში შედის მოდულები 16, 24 და 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით. კამერას აქვს LED Flash განათება. 

სმარტფონი მუშაობს Kirin 980 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს ორ  ARM Cortex-A76 ბირთვს, მათი ტაქტის სიხშირეა 2,6 გჰც. კიდევ ორ ARM Cortex-A76 ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 1,8 გჰც. გრაფიკული ბირთვი -  ARM Mali-G76. 

მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი ორ მოდიფიკაციას შორის: ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 128 გბ-იანი ფლეშ-მოდულით. მეორე მათგანს კი ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ-იანი დამატებითი მეხსიერების მოდული. 

image.jpeg

 

ეკრანზე სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი, ასევე: უსადენო კავშირის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები,  GPS-მიმღები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და  3400 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. სმარტფონის ზომებია 157,32×75,13×8,3 მმ, წონა -  206 გრამი.  

Honor Magic 2-ის ოფიციალური ანონსი შედგება 31 ოქტომბერს. 

https://bit.ly/2AobvL5

image.jpeg

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.