Magdalena Posted October 23, 2018 Posted October 23, 2018 ჩინეთის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სერტიფიკაციის ცენტრმა (TENAA) გაავრცელა სმარტფონ Honor Magic 2-ის მახასიათებლები. სმარტფონი Honor Magic 2 იმუშავებს Android 9.0 (Pie) ოპერაციულ სისტემაზე. ექნება 6,39-დუიმიანი FHD+ AMOLED დისპლეი, 2340 × 1080 გაფართოებით. კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა 16 მეგაპიქსელიანი მატრიცით. ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება სახის ამომცნობი 3D სკანირების სისტემა. ძირითადი კამერა სამმოდულიანია. მასში შედის მოდულები 16, 24 და 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით. კამერას აქვს LED Flash განათება. სმარტფონი მუშაობს Kirin 980 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს ორ ARM Cortex-A76 ბირთვს, მათი ტაქტის სიხშირეა 2,6 გჰც. კიდევ ორ ARM Cortex-A76 ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 1,8 გჰც. გრაფიკული ბირთვი - ARM Mali-G76. მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი ორ მოდიფიკაციას შორის: ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 128 გბ-იანი ფლეშ-მოდულით. მეორე მათგანს კი ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ-იანი დამატებითი მეხსიერების მოდული. ეკრანზე სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი, ასევე: უსადენო კავშირის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და 3400 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. სმარტფონის ზომებია 157,32 × 75,13 × 8,3 მმ, წონა - 206 გრამი. Honor Magic 2-ის ოფიციალური ანონსი შედგება 31 ოქტომბერს. https://bit.ly/2AobvL5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.