Magdalena Posted October 22, 2018 Posted October 22, 2018 კომპანია Tesla-მ დააანონსა, რომ გამოუშვებს ელექტრომობილ Model 3-ის საშუალო გარბენის მქონე ვერსიას, რომელიც შედარებით იაფი იქნება Model 3 Long Range-თან შედარებით. როგორც ილონ მასკმა განაცხადა Twitter-ზე, ელექტრომობილის ახალ ვერსიას ექნება ზუსტად ისეთივე აკუმულატორის ბლოკები, როგორიც აქვს ორიგინალ მოდელს - Tesla Model 3 Long Range-ს, თუმცა ახალ ვერსიაში ნაკლებია ელემენტები, რითიც აიხსნება მისი შედარებით დაბალი ფასი და ერთ დამუხტვაზე შესრულებული ნაკლები გარბენი. ორიგინალი მოდელი ერთი სრული დამუხტვის შემდეგ ფარავს 499 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე - 233 კმ/სთ. Model 3-ის ახალი ვერსია კი დაფარავს 418 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე - 201 კმ/სთ. Autopilot-ის გაფართოებული ფუნქციების დამატების შემთხვევაში ელექტრომობილის ფასი კიდევ 5 000 დოლარით გაიზრდება, ისევე როგორც ეს ხდება Tesla-ს სხვა მოდელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ახალი ვერსიის Model 3 წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უკანა წამყვანი ხიდით. https://3dnews.ru/977027 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.