Jump to content

Recommended Posts

Posted

25 ოქტომბერს შედგება Xiaomi Mi Mix 3-ის ოფიციალური ანონსი, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ Xiaomi-ს ფლაგმანური სმარტფონი იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით. გარდა ამისა, გაცილებით ადრე გახდა ცნობილი, რომ მას აგრეთვე ექნებოდა 5G მხარდაჭერა. მოკლედ, Mi Mix  ამ კუთხითაც პირველი იქნება ბაზარზე. 

image.png

ვრცელდება ხმები, რომ ASUS და OPPO-ც ამზადებენ სმარტფონებს 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი პარამეტრების პირველი წარმომადგენელი Xiaomi- სმარტფონი იქნება. Mi Mix 3-ის დისპლეი სრულიად უჩარჩოო იქნება, ამიტომ ზედა ნაწილში ექნება სლაიდ-მექანიზმი (ასეთი რამ უკვე რეალიზებულ იქნა OPPO Find X-სა და Honor Magic 2 სმარტფონებში).კორპუსის უკანა ნაწილში სმარტფონს ექნება თითის ანაბეჭდის სკანერი და სახის ამომცნობი საფირმო ფუნქცია. მაქსიმალური კომპლექტაციისას, შიდა მეხსიერების სრული მოცულობა შეადგენს 512 გიგაბაიტს. 

image.jpeg

ამ დროისათვის ცნობილი ყველა სიახლის გათვალისწინებით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ უკვე სულ მალე ვიხილავთ მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ტექნოლოგიურ სმარტფონს. მის ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, Xiaomi Mi Mix 3 იქნება კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი. 

https://bit.ly/2CutPn7

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.