Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა წარადგინა ლეპტოპი Galaxy Book 2. როგორც აღმოჩნდა, ამ ლეპტოპის წარმოებისას კომპანიამ უარი თქვა Intel-ის პროცესორზე და მის ნაცვლად გამოიყენა Snapdragon 850. ეს არის რვაბირთვიანი ჩიპი - ჩაშენებული გრაფიკური პროცესორით, არის მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე. თუმცა ამ ყველაფრით არ მთავრდება Samsung-ის ახალი ლეპტოპის ღირსებების ჩამონათვალი.

image.jpeg

Galaxy Book-ის პირველი მოდელი წარმოადგენდა მცდელობას -  შექმნილიყო მოქნილი, „ორი-ერთში“ მოწყობილობა. პირველი Galaxy Book-ი იყო მსუბუქი და ძლიერი, ლამაზი ეკრანით. თუმცა, მცირე ავტონომიური მუშაობის უნარი და ცუდი კლავიატურა არ აძლევდა მას საშუალებას - კონკურენცია გაეწია იმ დროს არსებული კონკურენტი კომპანიების ლეპტოპებისთვის, მაგალითად, Microsoft Surface Book 2-სთვის. ახალი თაობის ლეპტოპში კი ბევრი ნაკლოვანება გამოსწორებულია. 

ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა შესამჩნევად გაიზარდა. ბატარეის მოცულობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, თუმცა Windows 10 S-ზე მუშაობისას გარანტირებულია 20 საათი (დატენვის გარეშე) მუშაობა. პირველი თაობის ლეპტოპის მუშაობის ხანგრძლივობა 11 საათი იყო. ახალ მოდელს აქვს სწრაფად დატენვის შესაძლებლობაც. 

image.jpeg

ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 გიგაბაიტი, ისკური მეხსიერების რაოდენობა გაიზარდა 128 გიგაბაიტამდე. ეკრანის გაფართოებაა 2160 х 1440 პიქსელი, პიქსელების სიმჭიდროვეა 216 ppi. 

გარეგნული თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მრუდე კუთხეები უფრო სწორკუთხა გახდა, ეკრანის ირგვლივ ჩარჩოები კი - უფრო ვიწრო (თუმცა არც იმდენად ვიწრო, რომ მოუხერხებელი გამხდარიყო ხელში ჭერისას). აგრეთვე, ახალ Galaxy Book-ს აქვს სადგამი - Surface Pro 6-ის მსგავსად. 

image.jpeg

წინა თაობის მოდელთან შედარებით, ლეპტოპი გაცილებით მძიმე და მსხვილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც პორტატულ დივაისად ითვლება. აქვს Gigabit LTE კავშირის მხარდაჭერა. აგრეთვე ორი USB-C პორტი, microSD და კონექტორი ყურსასმენებისთვის 

საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1000 $, გაყიდვები აშშ-ის მასშტაბით დაიწყება 2 ნოემბრიდან.  

https://bit.ly/2S1t4HP

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.