Magdalena Posted October 19, 2018 Posted October 19, 2018 დღესდღეობით, სმარტფონებში არსებული კამერები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. თუკი დღის პირობებში ბიუჯეტური სმარტფონებითაც კი შესაძლებელია არც ისე ცუდი ხარსიხის ფოტოების გადაღება, ღამით და, ზოგადად, სუსტი განათების პირობებში საუკეთესო ხარისხის ფოტოგადაღება A-ბრენდების ფლაგმანური მოდელებისთვისაც კი ბოლომდე გადაჭრილი საკითხი არ არის. სულ ახლახანს კომპანია Huawei-მ წარადგინა სმარტფონი Mate 20 Pro, რომელიც ამ დროისთვის ბაზარზე არსებული საუკეთესო „კამერაფონის“ წოდების პრეტენდენტია. მისი კონკურენტებია Samsung Galaxy Note 9 და iPhone Xs Max. ახალ Huawei-ის სამი კამერა აქვს. მასში შედის მოდულები 40, 8 და 20 მეგაპიქსელით. iPhone Xs Max-სა და Samsung Galaxy Note 9-ს კი აქვთ ორი კამერა: 12 მეგაპიქსელიანი (RGB-მოდული) + 12 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი. ქვემოთ იხილავთ ფოტოებს, რომლებიც ლონდონშია გადაღებული ზემოთხსენებული სამი სმარტფონით. ღამის გადაღების რეჟიმში სამივე ფლაგმანურმა სმარტფონმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. Mate 20 Pro-მ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ბნელი სივრცეების გადაღების დროსაც. ამგვარი ფოტოგადაღებისას ჩინური სმარტფონის დისპლეიზე ხშირად ჩნდებოდა შეტყობინება, რომ უფრო ხარისხიანი ფოტოს გადაღებისთვის საჭიროა გაუნძრევლად ყოფილიყო სმარტფონი. ამ დროს მოწყობილობა ახდენდა კადრების დამუშავებას. ჯამში, სამივე სმარტფონის შედეგები შესანიშნავია, თუმცა ყველაზე ხარისხიანი ფოტოები Huawei Mate 20 Pro-ს გამოუვიდა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ შედარებები: https://bit.ly/2R2PUNY 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now