Magdalena Posted October 19, 2018 Posted October 19, 2018 2018 წლის მეორე ნახევარში, ყველა A-ბრენდმა წარმოადგინა ერთი ან მეტი ფლაგმანური სმარტფონი. პირველად, აგვისტოს დასაწყისში, კომპანია Samsung-მა დააანონსა Galaxy Note 9. იმავე თვის ბოლოს, გამოფენა IFA 2018-ზე, იაპონურმა კომპანია Sony-მ წარმოადგინა მოდელი Xperia XZ3. სექტემბერში Apple-მა გამოუშვა ახალი iPhone-ები, თითქმის ერთი თვის შემდეგ კი, გამოვიდა მესამე თაობის Pixel-ის ორი ახალი სმარტფონი. YouTube-ის ერთ-ერთ არხზე - PhoneBuff-ზე გასულ კვირას გამოჩნდა ავტონომიურობის ტესტი, რომელშიც ჩართული იყო Apple iPhone Xs Max და Samsung Galaxy Note 9. გამარჯვება წილად ხვდა სამხრეთ კორეული კომპანიის სმარტფონს: განსაზღვრულ დროში მისი ბატარეა 63%-მდე ჩამოვიდა, იმ დროს როცა iPhone Xs Max მოდელი სრულად დაიცალა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Full HD+ გაფართოებით, იმ დროს, როდესაც ქარხნული გაფართოება შეადგენს 2960 x 1440-ს, ე.წ. Quad HD+-ს. მას შემდეგ, გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო ავტონომიურობის შედეგების შედარებასთან დაკავშირებით. ტესტი ჩაატარა არხ Mrwhosetheboss-ის ავტორმა. ამჯერად, ზემოთხსენებულ ორ სმარტფონთან ერთად ტესტში ჩართული იყო Google Pixel 3 XL და Sony Xperia XZ3. ამჯერად კი, Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Quad HD + გაფართოებით. ჯამში, გამარჯვება iPhone Xs Max-ს ხვდა წილად. იგი სრულად დაჯდა 6 საათსა და 16 წუთში. მეორე ადგილზე გავიდა Galaxy Note 9 – მისი მაჩვენებელი იყო 6 საათი და 4 წუთი. მესამე ადგილას აღმოჩნდა Pixel 3 XL – 5 საათი და 19 წუთი. ყველაზე სწრაფად დაჯდა Sony Xperia XZ3 - 3 საათსა და 58 წუთში. აქვე დავამატებთ, რომ iPhone Xs Max-ს აქვს ბატარეა 3174 მილიამპერი/სთ. მოცულობით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, A12 Bionic პროცესორი და 6,5-დუიმიანი დისპლეი 2688 х 1242 გაფართოებით. დანარჩენ სამ სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორები. სხვა მახასიათებლები იხილეთ აქვე: Samsung Galaxy Note 9: * ოპერატიული მეხსიერება - 6 გბ; * ბატარეის მოცულობა - 4000 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი - 6.4”, გაფართოება - 2960 х 1440. Google Pixel 3 XL: * ოპერატიული მეხსიერება 4 გბ; * ბატარეის მოცულობა - 3430 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი - 6.3”, გაფართოება - 2960 х 1440. Sony Xperia XZ3: * ოპერატიული მეხსიერება - 4 გბ; * ბატარეის მოცულობა – 3300 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი – 6.0”, გაფართოება - 2880 x 1440. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/21502/test_avtonomnosti_samsung_galaxy_note_9_vs_iphone_xs_max_vs_google_pixel_3_xl_vs_sony_xperia_xz3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.