Jump to content

Recommended Posts

Posted

პრივატიზაციასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ვერ შეანელა კომპანიის სწრაფვა - სახალხოდ გაევრცელებინა ხმამაღალი დაპირებები. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ექვსი თვის შემდეგ Tesla-ს სპეციალისტების მიერ შემუშავებული ნეირონული ქსელების ამაჩქარებელი დაინერგება კომპანიის ელექტრომობილების ბორტკომპიუტერებში. წარმადობის თვალსაზრისით, ეს იქნება 5-20-ჯერ უფრო სწრაფად მოქმედი სისტემა, ვიდრე NVIDIA-ს კომპონენტების ბაზაზე დაარსებული სისტემაა. უკვე არსებული სისტემის მოდერნიზაციისთვის მძღოლებს არ მოუწევთ კამერებისა და სენსორების შეცვლა, საკმარისი იქნება მხოლოდ ბორტკომპიუტერის გამოცვლა.  

image.png 

გამოსახულების წყარო:Twitter, Elon Musk 

ამას გარდა, მოდერნიზაცია უფასო იქნება იმ კლიენტებისთვის, ვინც ელექტრომობილის შეკვეთისთანავე გადაიხდის ავტოპილოტის ფუნქციის საფასურს. ექვსი თვის შემდეგ ახალი სისტემა დამონტაჟდება Tesla-ს მიერ გამოშვებულ ყველა სერიის ელექტრომობილში. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა NVIDIA-ს აპარატურულ ბაზას, თუმცა აგვისტოში გამოცხადდა მზადყოფნა, რომ გადავიდოდა საკუთარი წარმოების ნეირონული ამაჩქარებლის სისტემაზე. ამავე დროს, ილონ მასკი განაგრძობს მტკიცებას, რომ იგი მეტად აფასებს NVIDIA-ს პროდუქციას.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.