Magdalena Posted October 18, 2018 Posted October 18, 2018 კომპანია Amazon-მა დაანანონსა ახალი დივაისი - Kindle Paperwhite, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული წიგნების კითხვისთვის. ახალი მოდელი გაყიდვაში გაეშვება ნოემბრის პირველი კვირიდან. ახალი Kindle-ს მთავარი ღირსებაა წყლისადმი მდგრადობა. IPX8 სტანდარტის მიხედვით, ამ ახალ დივაისს შეუძლია დაახლოებით 60 წუთამდე გაძლოს წყალში ორი მეტრის სიღრმეზე. ახალ Kindle-ს აქვს ელექტრონული ქაღალდის - E Ink Carta-ს ეკრანი, რომლის დიაგონალის სიგრძე 6 დუიმია. პიქსელთა სიმჭიდროვეა 300 PPI. დისპლეი სენსორულია. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება 8 და 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ამასთან, უფრო მძლავრი მოდელის შემთხვევაში, შესაძლებელია ფიჭური მოდულის დაყენება მობილურ ქსელებში მუშაობისთვის. ორივე მოდიფიკაციას აქვს უსადენო კავშირის, Wi-Fi-ს მხარდაჭერა. მოწყობილობის გაბარიტებია 167 × 116 × 8,18 მმ, წონა - დაახლოებით 180-190 გრამი (წონა დამოკიდებულია მოდიფიკაციის ტიპზე). ახალი რიდერის - Kindle Paperwhite-ის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 130 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/976883 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.