Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია Samsung-მა დააანონსა ახალი ტრანსფორმერი ლეპტოპი - Chromebook Plus V2, რომელიც იმუშავებს  Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. 

image.jpeg

წარმოდგენილმა ლეპტოპის სახელწოდებაა Chromebook Plus V2 (LTE). მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ აქვს მობილური ქსელების 4G/LTE მხარდაჭერა. ამრიგად, მომხმარებლებს შეეძლებათ 4G ინტერნეტთან დაკავშირება ყველგან, სადაც კავშირი ხელმისაწვდომია.  

ახალ ლეპტოპს, ისევე როგორც მის წინამორბედ Chromebook-ს, აქვს 12,2-დუიმიანი ეკრანი 1920 × 1200 გაფართოებით. ეკრანის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, ამგვარად იგი გარდაიქმნება პლანშეტად. 

ლეპტოპი მუშაობს Kaby Lake-ის თაობის Intel Celeron 3965Y პროცესორზე. ეს ორბირთვიანი ჩიპი მუშაობს 1,5 გჰც-მდე სიხშირეზე. ლეპტოპს აქვს ინტეგრირებული  გრაფიკული ამაჩქარებელი - Intel HD Graphics 615. 

 image.jpeg

Chromebook Plus V2 (LTE)-ს აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აქვს უსადენო კავშირისთვის  Wi-Fi ადაპტერი, კამერები: 1 და 13 მეგაპიქსელიანი მატრიცებით. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მუშაობის მხარდაჭერა.  

Chromebook Plus V2 (LTE)-ს გაყიდვები დაიწყება 2 ნოემბრიდან. მისი ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს.  

  • Like 1
  • Upvote 2
  • 3 months later...
Posted

გაუმარჯოს ლეპტიპი მაქვს ამ მონაცემებით და რამდენად გავყიდი ხომ ვერ მეტყვით

51538300_250968479134925_5101982940724723712_n.jpg

Posted
On 2/6/2019 at 1:41 PM, Microlab said:

გაუმარჯოს ლეპტიპი მაქვს ამ მონაცემებით და რამდენად გავყიდი ხომ ვერ მეტყვით

 

 

ამ განყოფილებაში იკითხეთ: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/37-რჩევა-კონსულტაციები/

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.