Magdalena Posted October 15, 2018 Posted October 15, 2018 ჩინურმა კომპანია Vivo-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რითაც გვამცნობს, რომ მალე მოხდება ახალი საშუალო დონის სმარტფონის - Z3-ის პრეზენტაცია. სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. მოკლედ მოგახსენებთ ან ჩიპის საკვანძო მახასიათებლებს: აქვს რვა ბირთვი Kryo 360 - 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკული ბირთვი Adreno 616 და ფიჭური მოდემი Snapdragon X15 LTE – მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 800 მბიტ/წმ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონს ექნება 6,3-დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2280 × 1080 გაფართოებით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აგრეთვე, ექნება ორი ძირითადი კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. 12 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და ბატარეა -3240 მილიამპერი/სთ მოცულობით. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნახსენებია Dual Turbo ტექნოლოგიის მხარდაჭერა. იგი მოიცავს ფუნქციებს: System Turbo და Game Turbo: პირველი მათგანი უზრუნველყოფს აპლიკაციების ჩატვირთვის დაჩქარებას, მეორე კი - თამაშის პროცესის გაუმჯობესებას. Vivo Z3-ის ოფიციალური პრეზენტაცია დანიშნულია 17 ოქტომბრისთვის. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება ფერთა სხვადასხვა ვარიანტს შორის. https://3dnews.ru/976724 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.