Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Vivo-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რითაც გვამცნობს, რომ მალე მოხდება ახალი საშუალო დონის სმარტფონის -  Z3-ის პრეზენტაცია. 

image.jpeg

სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. მოკლედ მოგახსენებთ ან ჩიპის საკვანძო მახასიათებლებს: აქვს რვა ბირთვი Kryo 360 -  2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკული ბირთვი Adreno 616 და ფიჭური მოდემი Snapdragon X15 LTE – მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 800 მბიტ/წმ.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონს ექნება 6,3-დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2280 × 1080 გაფართოებით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აგრეთვე, ექნება ორი ძირითადი კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. 12 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და ბატარეა  -3240 მილიამპერი/სთ მოცულობით. 

გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნახსენებია Dual Turbo ტექნოლოგიის მხარდაჭერა. იგი მოიცავს ფუნქციებს: System Turbo და Game Turbo: პირველი მათგანი უზრუნველყოფს აპლიკაციების ჩატვირთვის დაჩქარებას, მეორე კი - თამაშის პროცესის გაუმჯობესებას.  

Vivo Z3-ის ოფიციალური პრეზენტაცია დანიშნულია 17 ოქტომბრისთვის. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება ფერთა სხვადასხვა ვარიანტს შორის. 

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.