Jump to content

Recommended Posts

Posted

პოპულარულმა ბლოგერმა, Evan Blass-მა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც @Evleaks, - გამოაქვეყნა გიგანტური სმარტფონის, Enjoy Max-ის რენდერი. სმარტფონს მალე ოფიციალურად დააანონსებს კომპანია Huawei. 

image.jpeg

სმარტფონის განსაკუთრებულობა გამოიხატება უკანა მხარეს არსებული ტყავი პანელის არსებობაში. ამასთან, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ ფერის მხრივ რამოდენიმე ვარიანტს შორის. როგორც ამჟამად ცნობილია, სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ღია ყავისფერ, შავ და თეთრ ვარიანტებად. 

image.jpeg

სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 670 პროცესორზე, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს: მათგან ორი ფუნქციონირებს 2,3 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე, დანარჩენი ექვსი - 1,7 გჰც-მდე. აქვს გრაფიკული პროცესორი  Adreno 615. 

image.jpeg

დანარჩენ ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, სმარტფონს ექნება 7,12-დუიმიანი Full HD+ დისპლეი, 2244 × 1080 გაფართოებით. აგრეთვე, 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ორი უკანა კამერა - 16 და 2 მლნ პიქსელიანი სენსორებით. ოპერატიული მეხსიერება აქვს 6 გბ, ფლეშ-მოდულის მოცულობა - 128 გბ. ბატარეა - 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. 

image.jpeg

https://3dnews.ru/976624 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.