Magdalena Posted October 13, 2018 Posted October 13, 2018 Cooler Master-ის Controlpad-ი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანალოგური კლავიატურაა, რასაც შეიძლება წააწყდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი კლავიატურასავით გამოიყურება, СontrolPad-ს აქვს უნიკალური მგრძნობიარე ტექნოლოგია, სახელად Aimpad, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ძლიერად ხდება დაწოლა ამა თუ იმ ღილაკზე. Cooler Master-ის ტექნოლოგიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მექანიკურ კლავიატურებს მიეცეს კონტროლის ისეთივე დონე, როგორიც აქვთ სხვა უფრო კომფორტულ კონტროლერებს (მაგალითად, ჯოისტიკი ან გეიმინგ საჭე). Controlpad-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს კლავიშზე დაჭერის დონე. ეს ფაქტორი გამოსადეგი იქნება თამაშებში, კერძოდ, იმ დროს, როცა დაგჭირდებათ ფრთხილად მიმოიხედოთ ირგვლივ, ან თქვენს პერსონაჟს აიძლოთ ნელა სიარული - ნაცვლად გაუთავებელი სირბილისა. გეიმერების გარდა, Controlpad-გამოადგებათ ასევე Adobe Photoshop-ის მომხმარებლებს, მისი მეშვეობით კომფორტული იქნება დაწოლის დონის, სისქის, ფუნჯის ზომებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების კონტროლი. ასევე გამოსადექი იქნება ვიდეორედაქტორებისთვისაც. Cooler Master-ი გეგმავს, მომხმარებლებს შესთავაზოს ოთხი სხვადასხვა პედი, რომელთაგან თითოეულ მათგანს კონკრეტული დანიშნულება აქვს: პედები გამოიყენება თამაშებისთვის, Adobe Photoshop-ისთვის, Premiere-სა და Illustrator-ისთვის. აგრეთვე, გამოვა მეხუთე ტიპის უნიკალური პედიც - რადიოლოგებისთვის. Controlpad-აქვს 24 Aimpad ღილაკი (კლავიში) და RGB განათება. მსურველებს მისი შეძენა შეუძლიათ 75 აშშ დოლარად. ხოლო პედისა და ოთხივე ტიპის დამატებითი keycap-ის შეძენა 150 $-ად არის შესაძლებელი. www.techradar.com 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.