Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Cooler Master-ის Controlpad-ი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანალოგური კლავიატურაა, რასაც შეიძლება წააწყდეთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი კლავიატურასავით გამოიყურება, СontrolPad-ს აქვს უნიკალური მგრძნობიარე ტექნოლოგია, სახელად Aimpad, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ძლიერად ხდება დაწოლა ამა თუ იმ ღილაკზე. Cooler Master-ის ტექნოლოგიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მექანიკურ კლავიატურებს მიეცეს კონტროლის ისეთივე დონე, როგორიც აქვთ სხვა უფრო კომფორტულ კონტროლერებს (მაგალითად, ჯოისტიკი ან გეიმინგ საჭე). 

Controlpad-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს კლავიშზე დაჭერის დონე. ეს ფაქტორი გამოსადეგი იქნება თამაშებში, კერძოდ, იმ დროს, როცა დაგჭირდებათ ფრთხილად მიმოიხედოთ ირგვლივ, ან თქვენს პერსონაჟს აიძლოთ ნელა სიარული - ნაცვლად გაუთავებელი სირბილისა.  

გეიმერების გარდა, Controlpad-გამოადგებათ ასევე Adobe Photoshop-ის მომხმარებლებს, მისი მეშვეობით კომფორტული იქნება დაწოლის დონის, სისქის, ფუნჯის ზომებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების კონტროლი. ასევე გამოსადექი იქნება ვიდეორედაქტორებისთვისაც. 

Cooler Master-ი გეგმავს, მომხმარებლებს შესთავაზოს ოთხი სხვადასხვა პედი, რომელთაგან თითოეულ მათგანს კონკრეტული დანიშნულება აქვს: პედები გამოიყენება თამაშებისთვის, Adobe Photoshop-ისთვის, Premiere-სა და Illustrator-ისთვის. აგრეთვე, გამოვა მეხუთე ტიპის უნიკალური პედიც - რადიოლოგებისთვის. 

image.jpeg

Controlpad-აქვს 24 Aimpad ღილაკი (კლავიში) და RGB განათება. მსურველებს  მისი შეძენა შეუძლიათ  75 აშშ დოლარად. ხოლო პედისა და ოთხივე ტიპის დამატებითი keycap-ის შეძენა 150 $-ად არის შესაძლებელი. 

www.techradar.com

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.