Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Xbox-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება მომხმარებლებს სთავაზობს Microsoft-ის ავატარების მრავალფეროვან არჩევანს, Dolby Atmos-ის მხარდაჭერას Netflix-ისთვის, აგრეთვე Alexa-: კონსოლების Echo  დივაისით მართვისათვის. Xbox Live Avatars-ის ტესტირება ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, დღეიდან კი იგი უკვე გამოჩნდება Xbox-ის ინსტრუმენტების პანელში. 

ახალი ავატარები გამოჩნდება პროფილებზე, აქტივობის ნიუსფიდის შეტყობინებებში, მეგობართა ჯგუფებსა და სხვა ადგილებში. გათვალისწინებულია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ავატარების დიდი მრავალფეროვნება, მომხმარებლებს შეეძლებათ Avatar store-დან შეიძინონ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება ავატარების ცვლილება-განახლებისთვის. აგრეთვე შესაძლებელი იქნება ძველი ავატარის შენახვა, რომ სურვილისამებრ მომხმარებელმა იგი სასურველ დროს კიდევ გამოიყენოს. 

პროგრამული უზრუნველყოფის განახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანამატია Xbox-ის, Alexa-სა და Cortana-ს ერთობლივი შედეგი: მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა - Alexa-ს მხარდაჭერის წყალობით ხმოვანი ბრძანებებით გამოიყენონ Xbox-ი: ჩართონ კონსოლი, დაარეგულირონ ხმა და გაუშვან თამაშები. მარტივად შეგიძლიათ თქვათ: “Alexa, launch Destiny 2” (ჩართე Destiny 2)- და თამაში ჩაირთვება. 

ეს ყველაფერი წარმოადგენს Microsoft-ისა და Amazon-ის ხმოვანი დამხმარეების პარტნიორობის განვითარებას. Amazon-ი აგრეთვე სთავაზობს უფასოდ Echo Dot-ს ყველას, ვინც შეიძენს Xbox One S-ს ან Xbox One X-ს უახლოეს დღეებში.  

image.jpeg

 

Microsoft-მა Xbox One-ს აგრეთვე დაუმატა Dolby Vision მხარდაჭერა. ჯერჯერობით იგი შეზღუდულად ვრცელდება Netflix-ზე, თუმცა Microsoft-ი გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში მივიღებთ Dolby Vision-ის აპლიკაციას. Microsoft-ის კონსოლები ახლა უკვე დაკავშირებულია Apple TV 4K-სა და Chromecast Ultra-სთან. ორივე მათგანს აქვს Dolby Vision-ისა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა.  

Xbox One-ის ოქტომბრის განახლება ხელმისაწვდომია Xbox One-ის, Xbox One S-ისა და  Xbox One X-ის ყველა კონსოლისთვის. 

www.theverge.com

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.