Magdalena Posted October 13, 2018 Posted October 13, 2018 Xbox-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება მომხმარებლებს სთავაზობს Microsoft-ის ავატარების მრავალფეროვან არჩევანს, Dolby Atmos-ის მხარდაჭერას Netflix-ისთვის, აგრეთვე Alexa-ს: კონსოლების Echo დივაისით მართვისათვის. Xbox Live Avatars-ის ტესტირება ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, დღეიდან კი იგი უკვე გამოჩნდება Xbox-ის ინსტრუმენტების პანელში. ახალი ავატარები გამოჩნდება პროფილებზე, აქტივობის ნიუსფიდის შეტყობინებებში, მეგობართა ჯგუფებსა და სხვა ადგილებში. გათვალისწინებულია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ავატარების დიდი მრავალფეროვნება, მომხმარებლებს შეეძლებათ Avatar store-იდან შეიძინონ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება ავატარების ცვლილება-განახლებისთვის. აგრეთვე შესაძლებელი იქნება ძველი ავატარის შენახვა, რომ სურვილისამებრ მომხმარებელმა იგი სასურველ დროს კიდევ გამოიყენოს. პროგრამული უზრუნველყოფის განახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანამატია Xbox-ის, Alexa-სა და Cortana-ს ერთობლივი შედეგი: მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა - Alexa-ს მხარდაჭერის წყალობით ხმოვანი ბრძანებებით გამოიყენონ Xbox-ი: ჩართონ კონსოლი, დაარეგულირონ ხმა და გაუშვან თამაშები. მარტივად შეგიძლიათ თქვათ: “Alexa, launch Destiny 2” (ჩართე Destiny 2)- და თამაში ჩაირთვება. ეს ყველაფერი წარმოადგენს Microsoft-ისა და Amazon-ის ხმოვანი დამხმარეების პარტნიორობის განვითარებას. Amazon-ი აგრეთვე სთავაზობს უფასოდ Echo Dot-ს ყველას, ვინც შეიძენს Xbox One S-ს ან Xbox One X-ს უახლოეს დღეებში. Microsoft-მა Xbox One-ს აგრეთვე დაუმატა Dolby Vision მხარდაჭერა. ჯერჯერობით იგი შეზღუდულად ვრცელდება Netflix-ზე, თუმცა Microsoft-ი გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში მივიღებთ Dolby Vision-ის აპლიკაციას. Microsoft-ის კონსოლები ახლა უკვე დაკავშირებულია Apple TV 4K-სა და Chromecast Ultra-სთან. ორივე მათგანს აქვს Dolby Vision-ისა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. Xbox One-ის ოქტომბრის განახლება ხელმისაწვდომია Xbox One-ის, Xbox One S-ისა და Xbox One X-ის ყველა კონსოლისთვის. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.