Magdalena Posted October 12, 2018 Posted October 12, 2018 Apple-ში ოფიციალურად განაცხადეს, რომ კომპანია დათანხმდა Dialog Semiconductor Plc-ის ბიზნესის შეძენას. გარიგების საფასური 600 მლნ $-ია, რომლითაც კომპანია მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციას ევროპის ბაზრებზე, აქედან 300 მლნ $-ს Apple წინასწარ გადაიხდის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩიპების მოწოდებისთვის. გარიგების პირობების თანახმად, Apple-ში გადავა 300 სპეციალისტი Dialog-იდან (მთლიანი სამუშაო ძალის 16%). Apple აგრეთვე გახდება Dialog-ის ოფისების მფლობელი, რომლებიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში. Dialog-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარიგება არ აისახება კომპანიის 2018 წლის შემოსავალზე და იგი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს Apple-სთვის პროდუქციის მიწოდებას. Dailog-ი Apple-ის დიდი ხნის პარტნიორია. დაწყებული პირველი iPhone-დან, რომელიც 11 წლის წინ გამოვიდა, Apple იყენებს მის ჩიპებს სმარტფონებში. ამ დროისთვის, გარიგების ფონზე, მოიხსნა კითხვები Apple-ისა და Dialog-ის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მიმდინარე წელს Apple-ის მიერ გაკეთებული იყო განცხადება, რომ სამომავლოდ იგი სხვა მომწოდებლის, ან საკუთარი წარმოების ჩიპებს გამოიყენებდა, რის შემდეგაც Dialog-ის აქციების ფასის ვარდნა მოხდა. „Dialog-ი ფლობს ღრმა ცოდნას ჩიპების წარმოების საკითხში, და ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, რომ მისი ნიჭიერი ინჟინრები, რომელთაც აქამდეც ჰქონდათ ჩვენთან თანამშრომლობის გამოცდილება, ახლა უკვე უშუალოდ Apple-ში იმუშავებენ“ - ნათქვამია Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის საკითხების ვიცე-პრეზიდენტის- Johny Srouji-ის განცხადებაში. - „ჩვენი თანამშრომლობა ადრეული iPhone-ების დროიდან იწყება და ახლა მოუთმენლად ველით მათთან სამომავლო ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას“. https://3dnews.ru/976662 www.theverge.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.