Magdalena Posted October 10, 2018 Posted October 10, 2018 ASUS-ი აგრძელებს თავისი Chromebook-ების ასორტიმენტის შევსებას ახალი, საშუალო ფასის მქონე მოდელებით. გასულ თვეში გამოვიდა ლეპტოპი Chromebook C223NA, ახლა კი კომპანიამ უკვე განათავსა ინფორმაცია თავის საიტზე ახალი Chromebook C423-ის შესახებ. ლეპტოპი იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. ახალი Chromebook-ი წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებულია Intel Apollo Lake-ის თაობის 14 ნანომეტრიან Celeron N3350 პროცესორზე, ტაქტის სიხშირეა 1,1 გჰც, აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, გაფართოებით - 1366 × 768. გვერდების შეფარდებაა 16:9. დისპლეი არ არის სენსორული. Chromebook-ის მეორე ვარიანტი მუშაობს 14 ნანომეტრიან პროცესორზე, Intel Pentium N4200 კრისტალზე. აქვს ოთხი ბირთვი და 1,1 გჰც ტაქტის სიხშირე. 14-დუიმიანი სენსორული ეკრანი - 1920 × 1080 გაფართოებითა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 ან 8 გბ, eMMC ფლეშ-მოდულის მოცულობაა 32 ან 64 გბ, ლეპტოპს აქვს სლოტები SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათებისთვის. ლეპტოპის სპეციფიკაციაში აგრეთვე შედის უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2×2), Bluetooth 4.0. კიდევ, USB 3.0 Type-C-ის ორი პორტი, და ორიც USB 3.1 პორტი. ასევე, ვებ-კამერა და ბატარეა 38 ამპ/სთ მოცულობით. Chromebook-ის წონა შეადგენს 1,2-1,34 კგ-ს, წონა დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/976524 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.