Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-ი - სამხრეთკორეული გიგანტი, რომელიც მეხსიერების მიკროსქემებს უშვებს, არ აპირებს შეურიგდეს ამ ტიპის პროდუტთან დაკავშირებით მოსალოდნელ ფასების დაწევას. როგორც Nikkei News-ი აღნიშნავს, Samsung-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეზღუდოს კაპიტალური დანახარჯები მიკროსქემების გამოშვებაზე მომავალ წლისთვის, რათა შეამციროს წარმოების მოცულობაც და ხარჯებიც ერთდროულად. მოგახსენებთ, რომ Samsung-ი აკონტროლებს ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემების ბაზრის დაახლოებით 45 %-ს, ამის გათვალისწინებით, მას თავისუფლად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასებზე ზემოთხსენებული ზომების მიღებით. თუკი კომპანიის საერთო კაპიტალური დანახარჯები 8%-ით შემცირდება, ამის გამო ინვესტიციები DRAM-ის მიმართულებით შემცირდება 20 %-ით. 

image.jpeg

სხვათა შორის, NAND სეგმენტზე ამგვარი ზომების მიღების საჭიროება არ იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, მეორეც - იგი სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ მიმართულებით Samsung-ის კაპიტალური ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. უფრო მეტიც, კომპანიამ შესაძლოა კაპიტალი მიმართოს ნახევარგამტარი პროდუქტების კონტრაქტის წარმოების ბიზნესის განვითარებისკენ. ამჟამად, მეხსიერების გაყიდვით Samsung-ი 80%-ზე მეტ მოგებას იღებს, ასე რომ თავის შემავლებს კომპანია მთელი ძალებით დაიცავს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასის კლება არ იქნება იმდენად შესამჩნევი, როგორც ამას მომხმარებლები ისურვებდნენ.  

https://bit.ly/2A0px5q

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.