Magdalena Posted October 9, 2018 Posted October 9, 2018 Samsung-ი - სამხრეთკორეული გიგანტი, რომელიც მეხსიერების მიკროსქემებს უშვებს, არ აპირებს შეურიგდეს ამ ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით მოსალოდნელ ფასების დაწევას. როგორც Nikkei News-ი აღნიშნავს, Samsung-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეზღუდოს კაპიტალური დანახარჯები მიკროსქემების გამოშვებაზე მომავალი წლისთვის, რათა შეამციროს წარმოების მოცულობაც და ხარჯებიც ერთდროულად. მოგახსენებთ, რომ Samsung-ი აკონტროლებს ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემების ბაზრის დაახლოებით 45 %-ს, ამის გათვალისწინებით, მას თავისუფლად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასებზე ზემოთხსენებული ზომების მიღებით. თუკი კომპანიის საერთო კაპიტალური დანახარჯები 8%-ით შემცირდება, ამის გამო ინვესტიციები DRAM-ის მიმართულებით შემცირდება 20 %-ით. სხვათა შორის, NAND სეგმენტზე ამგვარი ზომების მიღების საჭიროება არ იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, მეორეც - იგი სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ მიმართულებით Samsung-ის კაპიტალური ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. უფრო მეტიც, კომპანიამ შესაძლოა კაპიტალი მიმართოს ნახევარგამტარი პროდუქტების კონტრაქტის წარმოების ბიზნესის განვითარებისკენ. ამჟამად, მეხსიერების გაყიდვით Samsung-ი 80%-ზე მეტ მოგებას იღებს, ასე რომ თავის შემოსავლებს კომპანია მთელი ძალებით დაიცავს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასის კლება არ იქნება იმდენად შესამჩნევი, როგორც ამას მომხმარებლები ისურვებდნენ. https://bit.ly/2A0px5q Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.