Magdalena Posted October 9, 2018 Posted October 9, 2018 რესურსი AndroidHeadlines იტყობინება, რომ Wi-Fi Alliance-ის დოკუმენტაციაში გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ის ახალ სმარტფონზე, რომელსაც ექნება დასაკეცი კორპუსი. სმარტფონი მოიხსენიება სახელით - SM-W2019. იგი ჩაანაცვლებს მოდელ W2018-ს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიდა. ახალ სმარტფონს ექნება ორი, 4,2 დუიმიანი Full HD დისპლეი 1920 × 1080 გაფართოებით. ეს ორი დისპლეი განთავსებულია სმარტფონის „თავსახურის“ შიდა და გარე მხარეს. ტელეფონი მუშაობს პროცესორზე - Snapdragon 835, ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 6 (დაუზუსტებელი ინფორმაციით - გბ-ს, ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 ან 256 გბ-ს. პროცესორს აქვს რვა Kryo 385 ბირთვი, ტაქტის სიხშირე 2,8 გჰც-მდეა, აქვს ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. სმარტფონი იმუშავებს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტელეფონს ორი ძირითადი კამერა ექნება. SM-W2019 მოდელის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში. ღირებულება აღემატება 1000 აშშ დოლარს. https://3dnews.ru/976492 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.