Magdalena Posted October 9, 2018 Posted October 9, 2018 SpaceX-მა წარმატებით მოახერხა Falcon 9-ის გაშვება და დაფრენა, ეს შემთხვევა კომპანიისთვის იყო რიგით მეთორმეტე, კალიფორნიის სანაპიროზე დასმა კი პირველად განხორციელდა. ორიგინალი ისტორია: „SpaceX-ი აპირებს გაუშვას რაკეტა კალიფორნიიდან - კომპანიის ერთ-ერთი რაკეტგამშვები ცენტრიდან. ამჯერად, SpaceX-ი შეეცდება, რაკეტა დასვას ბეტონის მოედანზე - გაშვების ადგილთან ახლოს, და არა ოკეანეში. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ფაქტი, რომ რაკეტა დასავლეთ სანაპიროზე დაეშვება. ამ დრომდე, Spasex-ის რაკეტების მიწაზე დაშვება ხდებოდა ყოველთვის Cape Canaveral-ში, ფლორიდაში, რომელიც კომპანიის ყველაზე დატვირთულ გამშვებ მოედანს წარმოადგენს. კომპანიას აქვს ორი დასაფრენი მოედანი, რომლებზეც 11-ჯერ მოხდა Falcon 9-ის დაშვება. ყველა მცდელობა, როცა კი SpaceX-ი ცდილობდა, რაკეტის დასმა მიწაზე მოეხდინა, წარმატებით სრულდებოდა. SpaceX-ს ჰქონდა სურვილი, რომ დაფრენები განეხორციელებინა თავის სხვა სასტარტო მოედანზე- Vandenberg-ის ავიაბაზაზე, კალიფორნიაში. 2015 წელს კომპანიამ იქირავა ბაზის ნაწილი - რაკეტა Titan-ის ყოფილი სასტარტო მოედანი, რათა იქ მოეწყო კონკრეტულად დასაფრენი მოედანი. გარკვეული პერიოდი SpaceX-ს არ მიუღია მოედნის გამოყენების ნებართვა, ამიტომ კომპანიას უწევდა რაკეტების დასმა უპილოტო გემებზე წყნარ ოკეანეში. ზაფხულის პერიოდში კომპანიამ შეიტანა განაცხადი Vandenberg-ის მოედნის ლიცენზირებაზე და, როგორც ჩანს, სივრცე გაიხსნა საქმიანობისთვის. რადგანაც რაკეტის დაფრენა მოხდება Vandenberg-ში, ახლოს მცხოვრებლები წინასწარ გაიგებენ დაფრენისწინა ხმაურს. Falcon 9 დედამიწისკენ დაბრუნებისას მოძრაობს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. ასეთ სიჩქარეზე მოძრაობისას რაკეტები გამოსცემენ შოკურ ტალღებს, რისი ხმის მოსმენაც ადამიანებს შეეძლებათ. ამის შესახებ Vanderberg-ის ბაზამ წინასწარ გააფრთხილა მაცხოვრებლები. SpaceX-ს მიზნად აქვს დასახული, 2018 წელს 24 გაფრენა განახორციელოს, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მიზანს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიზანმიმართულად მუშაობს - გადააჭარბოს ყველა ამერიკულ და რუსულ კომპანიას გაშვების რაოდენობებით მიმდინარე წლის ფარგლებში. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.