Magdalena Posted October 8, 2018 Posted October 8, 2018 ზოგადად, ვიდეო სტრიმინგი მოიხმარს ინტერნეტ რესურსების საკმაოდ დიდ მოცულობას, მაგალითად, ისეთი ინტერნეტ აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix, Youtube და Prime. მაგრამ Netflix-ი გამოირჩევა ჩამოტვირთვის მოცულობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. გამოთვლილია, რომ ინტერნეტ ჩამოტვირთვების 15 % Netflix-ზე მოდის, რაც მას ხდის მსოფლიო ლიდერად ამ კუთხით. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებში. Netflix-ის შემდეგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე არის HTTP მედია სტრიმინგი 13,1 %-ით, Youtube - 11,4 %-ით, ვებ მოხმარება - 7,8 % და MPEG – 4,4%. Sandvine-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის კონტინენტის მთლიანი ინტერნეტ სტრიმინგის 19,1 % მოდის Netflix-ზე. Amazon Prime Video მეორე ადგილზეა 7,7%-ით, Youtube-ის მაჩვენებელი 7,5 %-ია. და რაც შეეხება საღამოს, პრაიმ-ტაიმის პერიოდში Netflix-ის მაჩვენებელი 40%-მდე ადის. მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტ ტრეფიკის 57,7 % ვიდეოებზე მოდის. მას მოჰყვება ვებ მოხმარება - 17 %, თამაშები - 7,8% და სოციალური მედია - 5,1 %. სხვა კატეგორიების მაჩვენებლები, რომელშიც შედის iTunes და Google Play - 4,6 %-ია, ფაილების მიმოცვლის სერვისი - 2,8 % და აუდიო სტრიმინგი - 1 %. მსოფლიო ვიდეო ტრეფიკის 26,6 % Netflix-ს ეკუთვნის. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ამერიკაში მას უდიდესი წილი - 30,7 % უკავია. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პირველ ადგილზეა Youtube - 30,4 %-იანი მაჩვენებლით, ხოლო მეორე ადგილზეა Netflix-ი 23,1 % ით. აზია-ოკეანეთის რეგიონში ვებ ვიდეო სტრიმინგი პირველ ადგილზეა 29,2 %-ით, ხოლო მეორეზე - ფეისბუკი 17,7 %-ით. Sandvine-ის მიერ მოცემული ინფორმაცია მიღებულია 150 სერვის პროვაიდერისა და 2,1 მილიარდი გამომწერისგან. www.guru3d.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.