Jump to content

Recommended Posts

Posted

ზოგადად, ვიდეო სტრიმინგი მოიხმარს ინტერნეტ რესურსების საკმაოდ დიდ მოცულობას, მაგალითად, ისეთი ინტერნეტ აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix, Youtube და Prime. მაგრამ Netflix-ი ამოირჩევა ჩამოტვირთვის მოცულობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. გამოთვლილია, რომ ინტერნეტ ჩამოტვირთვების 15 % Netflix-ზე მოდის, რაც მას ხდის მსოფლიო ლიდერად ამ კუთით.  

აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებში. Netflix-ის შემდეგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე არის HTTP მედია სტრიმინგი 13,1 %-ით, Youtube  11,4 %-ით, ვებ მოხმარება  - 7,8 %  და MPEG – 4,4%. 

Sandvine-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის კონტინენტის მთლიანი ინტერნეტ სტრიმინგის 19,1 % მოდის Netflix-ზე. Amazon Prime Video  მეორე ადგილზეა 7,7%-ით,  Youtube-ის მაჩვენებელი 7,5 %-ია. და რაც შეეხება საღამოს პრაიმ-ტაიმის პერიოდში Netflix-ის მაჩვენებელი 40%-მდე ადის. 

image.png

მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტ ტრეფიკის 57,7 % ვიდეოებზე მოდის. მას მოჰყვება ვებ მოხმარება - 17 %, თამაშები - 7,8% და  სოციალური მედია - 5,1 %. სხვა კატეგორიების მაჩვენებლები, რომელშიც შედის iTunes და Google Play  4,6 %-ია, ფაილების მიმოცვლის სერვისი  - 2,8 % და აუდიო სტრიმინგი  1 %. 

image.png

მსოფლიო ვიდეო ტრეფიკის 26,6 % Netflix-ს ეკუთვნის. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ამერიკაში მას უდიდესი წილი  - 30,7 % უკავია. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პირველ ადგილზეა Youtube -  30,4 %-იანი მაჩვენებლით, ხოლო მეორე ადგილზეა Netflix-ი 23,1 % ით. აზია-ოკეანეთის რეგიონში ვებ ვიდეო სტრიმინგი პირველ ადგილზეა 29,2 %-ით, ხოლო მეორეზე - ფეისბუკი 17,7 %-ით. 

Sandvine-ის მიერ მოცემული ინფორმაცია მიღებულია 150 სერვის პროვაიდერისა და 2,1 მილიარდი გამომწერისგან. 

www.guru3d.com

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.