Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები Intel-ის გეგმების შესახებ, რომ კომპანია 2019 წლისთვის აპირებდა 10 ნანომეტრიანი Ice Lake პროცესორების ჩანაცვლებას 14 ნანომეტრიანი Coffee Lake Refresh პროცესორებით. ამ ფაქტმა მომხმარებლები დააფიქრა კომპანიის შესაძლებლობებზე, რომ Intel-ი ვერ შეასრულებდა დაპირებას -  2019 წლის დასაწყისიდან მასიურად ეწარმოებინა 10 ნანომეტრიანი პროცესორები. ეს ინფორმაცია მეტად სამწუხაროა არა მარტო Intel-ის პროდუქციის მომხმარებელთათვის, არამედ მთლიანად პროცესორების ბაზრისთვის, რადგან ნეგატიური გავლენა იქონია (და კიდევ ახდენს ზეგავლენას) დეფიციტისა და ფასების ზრდის მიმართულებითაც. მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა: ნამდვილად ასე ცუდადაა საქმე? 

image.jpeg 

Bloomberg-ზე გამოჩნდა პატარა კომპანიის  - BlueFin-ის ანალიტიკური ცნობა, რომლის თანახმადაც Intel-ს შეუძლია 10 ნანომეტრიანი პროცესორების მასიური წარმოება დაიწყოს 2019 წლის აპრილიდან. 

BlueFin-ის ცნობების გავრცელების შემდეგ Intel-ის აქციების ფასმა 5,2 %-ით მოიმატა, მისი კონკურენტის - AMD-ს აქციების ფასი კი 8,6%-ით შემცირდა. ამგვარი მოვლენების უკან შესაძლოა იდგეს ბირჟებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სპეკულაცია, ასე რომ, ჯერჯერობით სიხარული ნაადრევია. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ  Intel-ი ყველანაირად ცდილობს, გააკეთოს რაც მასზეა დამოკიდებული და დაპირებისამებრ დაიწყოს 10 ნმ პროცესორების წარმოება.  

image.jpeg

 

სავსებით შესაძლებელია, რომ Intel-ი შეძლებს მოაგვაროს საწარმოო პრობლემები 2019 წლის ივნისამდე, როგორც პირდებოდა მომხმარებლებს, და ეს მოხდეს უკვე აპრილში. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანია BlueFin-ს ორი წლის წინ ჰქონდა გაკეთებული პროგნოზი, რომ Intel-ი ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყებდა 10 ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებას. მოკლედ, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით მომხმარებლებს ჯერჯერობით მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ.  

  • Upvote 3

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.