Magdalena Posted September 28, 2018 Posted September 28, 2018 The New York Times-ის ინფორმაციით, Qualcomm-მა ბრალი დასდო Apple-ს უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვაში. საჩივარი იქნა შეტანილი კალიფორნიის სან-დიეგოს უზენაეს სასამართლოში, Qualcomm-მა განაცხადა, რომ Apple მრავალი წლის განმავლობაში იქცეოდა მზაკვრულად, იპარავდა ინფორმაციას და კომერციულ საიდუმლოებებს Qualcomm-ისგან, იმ მიზნით რომ გაეუმჯობესებინა ხარისხი Intel-ის ჩიპებთან დაკავშირებით და აეყვანა ისინი Qualcomm-ის პროდუქტების დონეზე. საჩივრის განაცხადთან ერთად სასამართლოს წარედგინა კომპიუტერული source კოდები, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საშუალებები და ფაილები, რომელიც შეიცავდა მონაცემებს Qualcomm-ის პროდუქტების მწარმოებლურობის შესახებ. Apple-ის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, Qualcomm-ის საქმიანობის პრაქტიკა უკანონოა და ზიანს აყენებს როგორც Apple-ს, ასევე მთლიანად ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. მისი აზრით, Qualcomm-ს არ გააჩნდა მტკიცებულებები ქურდობის შესახებ, თუმცა კი მას სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა ფართო წვდომის საშულება კორპორატიულ ჩანაწერებთან. Intel-ის წარმომადგენლობამ კომენტარებისგან თავი შეიკავა. Qualcomm-ი, სმარტფონებისთვის უსადენო მოდემების წამყვანი მომწოდებელი, იყო iPhone-ების ჩიპების მთავარი მწარმოებელი 2011 წლიდან. მაგრამ Apple-მა უარი თქვა Qualcomm-ზე, როგორც მთავარ მომწოდებელზე: ახლახანს გამოშვებული iPhone XS, XS Max და XR მოდელები დაფუძნებულია Intel-ის მოდემზე. Apple-მა თავის მხრივ დაადანაშაულა თავისი ყოფილი პარტნიორი ლიცენზირების არაკონკურენტული პოლიტიკის გატარებაში. Qualcomm-მა უამრავი მონაცემი წარუდგინა სასამართლოს, რათა დაერწმუნებინა იგი Apple-ს მხრიდან ქურდობაში. შემდეგი მოსმენა დანიშნულია 30 ნოემბრისთვის, სასამართლოს საბოლოო განხილვა კი აპრილში. Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი Steve Mollenkopf გამოთქვამს იმედს, რომ კომპანია შეძლებს Apple-სთან შეთანხმების მიღწევას სასამართლო განაჩენის გამოტანამდე. https://3dnews.ru/975958 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.