Jump to content

Recommended Posts

Posted

The New York Times-ის ინფორმაციით, Qualcomm-მა ბრალი დასდო Apple-ს უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვაში. საჩივარი იქნა შეტანილი კალიფორნიის სან-დიეგოს უზენაეს სასამართლოში, Qualcomm-მა განაცხადა, რომ Apple მრავალი წლის განმავლობაში იქცეოდა მზაკვრულად, იპარავდა ინფორმაციას და კომერციულ საიდუმლოებებს Qualcomm-ისგან, იმ მიზნით რომ გაეუმჯობესებინა ხარისხი Intel-ის ჩიპებთან დაკავშირებით და აეყვანა ისინი Qualcomm-ის პროდუქტების დონეზე. საივრის განაცხადთან ერთად სასამართლოს წარედგინა კომპიუტერული source კოდები, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საშუალებები და ფაილები, რომელიც შეიცავდა მონაცემებს Qualcomm-ის პროდუქტების მწარმოებლურობის შესახებ.  

                               image.jpeg

Apple-ის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, Qualcomm-ის საქმიანობის პრაქტიკა უკანონოა და ზიანს აყენებს როგორც Apple-ს, ასევე მთლიანად ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. მისი აზრით, Qualcomm-ს არ გააჩნდა მტკიცებულებები ქურდობის შესახებ, თუმცა კი მას სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა ფართო წვდომის საშულება კორპორატიულ ჩანაწერებთან. Intel-ის წარმომადგენლობა კომენტარებისგან თავი შეიკავა. 

Qualcomm-ი, სმარტფონებისთვის უსადენო მოდემების წამყვანი მომწოდებელი, იყო iPhone-ების ჩიპების მთავარი მწარმოებელი 2011 წლიდან. მაგრამ Apple-მა უარი თქვა Qualcomm-ზე, როგორც მთავარ მომწოდებელზე: ახლახანს გამოშვებული iPhone XS, XS Max და XR მოდელები დაფუძნებულია Intel-ის მოდემზე. Apple-მა თავის მხრივ დაადანაშაულა თავისი ყოფილი პარტნიორი ლიცენზირების არაკონკურენტული პოლიტიკის გატარებაში. 

Qualcomm-მა უამრავი მონაცემი წარუდგინა სასამართლოს, რათა დაერწმუნებინა იგი Apple-ს მხრიდან ქურდობაში. შემდეგი მოსმენა დანიშნულია 30 ნოემბრისთვის, სასამართლოს საბოლოო განხილვა კი აპრილში. 

Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი Steve Mollenkopf გამოთქვამს იმედს, რომ კომპანია შეძლებს Apple-სთან შეთანხმების მიღწევას სასამართლო განაჩენის გამოტანამდე.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.